სამშენებლო აღჭურვილობის მოდერნიზაცია

სამშენებლო აღჭურვილობის მოდერნიზაცია

არალი შედარებით ახალი კომპანიაა (დაფუძნდა 2020 წელს), რომელიც საქართველოში სამშენებლო კომპანიებს მობილურ და სტაციონარულ აღჭურვილობას აწვდის და ყიდის. დასაწყისში, კომპანია უზრუნველყოფდა მომსახურებას მეორადი აღჭურვილობით. EU4Business-EBRD-ს საკრედიტო ხაზით დაფინანსებული ინვესტიციის მეშვეობით კი, მან ჩაანაცვლა ძველი აღჭურვილობა ახლად შეძენილი ოთხი TGS ერთეულით, 4 ვიბრო საცერით, 5,5Kw ქვიშის გასარეცხი როტორითა და ორი მბრუნავი სამსხვრევით, რითაც გაზარდა მომსახურების მთლიანი მოცულობა.

ახალი დანადგარები გაცილებით ეფექტურია ენერგომოხმარების თვალსაზრისით და, ასევე უფრო მარტივი და უსაფრთხოა მოხმარებისას, გაცილებით დაბალი ხმაურისა და ვიბრაციის დონე აქვს, რითაც იცავს დანადგარების ოპერატორების ჯანმრთელობას. ახალი აღჭურვილობის დაბალი საექსპლუატაციო მოთხოვნები დადებით გავლენას ახდენს საოპერაციო ხარჯებზე. და ბოლოს, ინვესტიციის შედეგად, კომპანიამ ექვსი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

სესხის თანხა:

€ 536,862

გრანტის თანხა:

€ 80,529

ინვესტიცია:

მობიკური და სტაციონარული სამშენებლო აღჭურვილობა

ენერგოდანაზოგი

476 MWh/წ

GHG ემისიის დანაზოგი

107 t CO2/წ

 

საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის ტურბინების განახლება

საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის ტურბინების განახლება

კომპანია KCIA-94-ის მფლობელობაში მყოფი ჰიდროელექტროსადგური 1935 წელს აშენდა  მდინარე დაშბაშზე, საქართველოს წალკის რაიონში. 2012 წელს, დაშბაშის ჰესი დაუკავშირდა წალკის ქვესადგურს ახალი გადამცემი ხაზის მეშვეობით. ჰეს-ის დადგმული სიმძლავრე იყო 1.52 MW, ხოლო ენერგიის გენერირება ხდებოდა სამი ჰიდრავლიკური ერთეულის მიერ (ჰორიზონტალური ფრენსის ტიპის ტურბინები და გენერატორები).

ძველი ტურბინები სრულად ვერ იყენებდნენ მდინარე დაშბაშის ჰიდრავლიკურ რესურსს (3,500ლ/წმ) და კომპანიამ წამოიწყო საინვესტიციო პროექტი, რათა ჩაენაცვლებინა ერთ-ერთი მოძველებული ტურბინა და გენერატორები, ამავდროულად სადგურის სიმძლავრის 3MW-მდე გაზრდით. ერთ-ერთი 500 kW-იანი ჰიდრავლიკური ერთეული ჩაანაცვლეს თანამედროვე 2,125 kW-იანი ერთეულით.

სადგურის სიმძლავრის გაზრდამ, რაც EU4Business-EBRD-ს საკრედიტო ხაზით დაფინანსდა, გაზარდა ძველი სადგურის მიერ მწვანე და სუფთა ენერგიის გენერირება სამშენებლო ხარჯებისა და არსებული შენობის ინფრასტრუქტურის  შეცვლის გარეშე. გარდა ამისა, ახალი ტურბინები ნაკლებად ხმაურიანია და მათი ვიბრაციის დონე გაცილებით დაბალია.

სესხის თანხა:

€ 505,985

გრანტის თანხა:

€ 75,898

ინვესტიცია:

1.125 MW ჰორიზონტალური ფრენსისის ტიპის ტურბინა

დამატებითი მწვანე ენერგიის გენერირება

1.125 MWh/წ

 

ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრი „როგო“ COVID-19-ს ადაპტირებულია შეზღუდვებთან

ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრი „როგო“ COVID-19-ს ადაპტირებულია შეზღუდვებთან

Covid-19-ის პანდემიის დაწყებისთანავე, ვირუსთან ბრძოლის ყველაზე დიდი ტვირთი ექიმებსა

და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს დააწვა. მაშინ, როდესაც ბევრი სხვა სექტორი დისტანციური მუშაობის პირობებზე გადავიდა, ჯანდაცვის მუშაკებს ამის ფუფუნება არ ჰქონდათ. ნაცვლად ამისა, სამედიცინო სექტორმა რეაგირება მოახდინა გაცილებით უფრო მკაცრი ჰიგიენური მოთხოვნების დანერგვით და პირადი ეფექტურობის დონის ამაღლებით აღჭურვილობის, მასალებისა და ქცევის მეშვეობით. უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრი „როგო“ – სტომატოლოგიური კლინიკა საქართველოს ქალაქ ბათუმში.

სტომატოლოგია ყველაზე დიდი ზეგავლენის ქვეშ ექცევა, როდესაც საუბარია ჰაერწვეთოვანი

გზით გადამდებ ვირუსებსა და დაავადებებზე. სხვა ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც ასევე რისკის ქვეშ არიან, შეუძლიათ უფრო კარგად დაიცვან თავი, როდესაც პირბადე და ნიღაბი უკეთია ექიმსაც და პაციენტსაც. თუმცა, სტომატოლოგს მუშაობა უწევს უშუალოდ იქ, სადაც ყველაზე მეტად არის ვირუსი კონცენტრირებული. ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა მაღალი სიჩქარის ბორმანქანები, ულტრაბგერითი სკალერები და airflow სისტემები, რომელთა გამოყენებისას წარმოიქმნება წვეთები ან ჭავლი, ზრდის რისკს ექიმების, პერსონალისა და სხვა პაციენტებისთვის. სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, სტომატოლოგების მუშაობის მეთოდები საგრძნობლად შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც იყო პანდემიამდე.

ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრმა „როგო“, რომელიც არის EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის სესხისა და გრანტის ბენეფიციარი, დანერგა ძალიან მკაცრი ჰიგიენური რეგულაციები, რომლებიც ემსახურება პერსონალის დაცვას, ასევე პერსონალისა და პაციენტების გადაადგილების წესები. სტომატოლოგები და ჰიგიენისტები ახლა მუშაობენ მხოლოდ პირბადეებითა და ფარებით, ხალათებით, ხელთათმანით და ქუდით, რომლებიც დღეში რამდენჯერმე დეზინფიცირდება და/ან იცვლება. კლინიკის შესასვლელში განთავსებულია თერმოსქრინინგის აპარატი, ხოლო მიმღები გადაკეთდა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ვიზიტორებს შორის აუცილებელი უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრი „როგო“-ს განსაკუთრებული უპირატესობა სხვა სტომატოლოგიურ კლინიკებთან შედარებით მდგომარეობს ძირეული განახლების პროექტში ინვესტირების გადაწყვეტილებაში, რომელიც დაფინანსდა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის სესხით. პროექტის განხორციელება დაიწყო თითქმის ორი წლის წინ და ის დამტკიცდა 2021 წლის დასაწყისში. საინვესტიციო პროექტის ნაწილი მოიცავდა თანამედროვე სავენტილაციო სისტემის დამონტაჟებას. კარგი ვენტილაცია შენობებში COVID-19 შემცირების კარგი სტრატეგიაა. გარდა იმისა, რომ კლინიკა სთავაზობს თავის პაციენტებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს არსებულ პირობებში, კომპანიამ ასევე განახორციელა ინვესტიცია უახლესი ულტრა-თანამედროვე სტომატოლოგიური აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც აძლევს მას საშუალებას, უზრუნველყოს პაციენტებისთვის სტომატოლოგიური მკურნალობის მომსახურების უმაღლესი სტანდარტები. პროექტი დამტკიცდა პანდემიის დროს. გრანტი, რომელიც დაფინანსდა EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რა თქმა უნდა, დაეხმარა კომპანიას დამატებითი ჰიგიენური ზომების ხარჯების დაფარვაში.

სესხის თანხა

€ 900,443

გრანტის თანხა

€ 135,066

ინვესტიცია:

CE სერტიფიცირებული სტომატოლოგიური აღჭურვილობა. HVAC სისტემა, დიზელის გენერატორები

პირველადი ენერგოდანაზოგი

85.84 MWh/წ

GHG დანაზოგი

8.96 tCO2/წ

ენერგოდანაზოგის კოეფიციენტი

22%

 

საქართველოს სამშენებლო მასალების მწარმოებელმა მწვანე ტექნოლოგიების ხაზი აამუშავა

საქართველოს სამშენებლო მასალების მწარმოებელმა მწვანე ტექნოლოგიების ხაზი აამუშავა

GRC LLC საქართველოში სამშენებლო მასალების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორია და ამ სექტორში ყველაზე მსხვილი მომწოდებელია უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. კომპანია არის საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, როგორიცაა BASF Firestone, Technonicol, Arcelor Mittal, VELUX და სხვათა ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

GRC-ს მთავარი სტრატეგია ფოკუსირებულია ბაზარზე მაღალი სტანდარტების დანერგვასა და სამართლიანი კონკურენციის წახალისებაზე. ეს სტრატეგია მოიცავს დივერსიფიკაციის შესაძლებლობების მუდმივ ძიებას და ასორტიმენტის გაფართოებას, რათა თანამედროვე და ეფექტიანი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობით გამსჭვალული ბაზრის განვითარებას.                                 

ყოველივე ამის ფონზე, კომპანიამ განახორციელა

ინვესტიცია ახალი საწარმოო ნაგებობისთვის, რომელიც

განკუთვნილია წყალსაწრეტი სისტემის აქსესუარებისთვის,

როგორიცაა ღარების შეერთება და წყალშემკრები, რკალები, მილების კედლების სამაგრები და სხვ. შესაბამისად, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტი მოიცავდა ექსცენტრიკული პრესის და მისი ხელსაწყოების, ჰიდრავლიკური პრესის და მისი ხელსაწყოების და, ასევე, ჰიდრავლიკური პრესის შემაერთებელი ხელსაწყოების დამონტაჟებას.

ახალი საწარმოო ხაზების განსათავსებლად პროექტი ასევე მოიცავდა არსებული საწარმოო ნაგებობის რემონტს, მასთან დაკავშირებული მექანიკური და ელექტრო დანადგარების ჩათვლით.

კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მწვანე ტექნოლოგიების ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და განვითარებაში და მიიღო საკუთარი პროდუქციის სპექტრის გაფართოებასთან დაკავშირებული აშკარა სარგებელი, ამავე დროს, ინვესტიცია შეესაბამება ევროკავშირის პროდუქციის ხარისხის და შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებს. საწარმოო ნაგებობებში და მთლიანად კომპანიის მართვის სისტემაში გათვალისწინებული იყო ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის, მათ შორის სამუშაო პროცესის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ნარჩენების მინიმიზაციისა და რესურსების გამოყენების სტანდარტები.

სესხის თანხა:

€ 1,200,000

გრანტის თანხა:

€ 180,000

ინვესტიცია:

წყალსაწრეტი სისტემის საწარმოო ხაზის კომპონენტები, საწარმოო ნაგებობის რემონტი

ენერგოდანაზოგი

7.9 MWh/წ

GHG დანაზოგი

0.7 t CO2/წ

 

 

ახალი სამაცივრე საწყობი საქართველოში მოყვანილ ხილს ხარისხს უნარჩუნებს

ახალი სამაცივრე საწყობი საქართველოში მოყვანილ ხილს ხარისხს უნარჩუნებს

„ტრიფონის ხილი“ დაარსდა 2019 წელს. კომპანიის მიზანია, განაგრძოს და გააუმჯობესოს ერთ-ერთი ძველი სუპერ ინტენსიური სამებაღეო მეურნეობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითში. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ვაშლის, ქლიავის და შინდის კულტივაციას. ტრიფონის ფილოსოფიის ღერძს წარმოადგენს მაღალი სტანდარტები. ის არის Global Gap სერტიფიკატის მფლობელი და გააჩნია ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილებას.

კომპანიამ ააშენა ახალი სამაცივრე საწყობი, რათა შეინარჩუნოს მოყვანილი ხილის ხარისხი, სანამ ის საბოლოო მომხმარებლის ხელში მოხვდება საქართველოში თუ საზღვარგარეთ. EU4Business-EBRD-ს საკრედიტო ხაზის ფარგლებში დაფინანსებული ახალი სამაცივრე საწყობის მოცულობაა 1,000 ტონა და ის სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ და ევროპულ სტანდარტებს. ახალი საწყობი აგებულია ენერგოეფექტური სენდვიჩ პანელით, რომელიც უზრუნველყოფს სიგრილის დანაკარგის თავიდან აცილებას. საწყობი აღჭურვილია უახლესი გამაგრილებელი ტექნოლოგიებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შენობის მიერ მოხმარებულ ენერგიას.

კომპანიამ მუშაობა დაიწყო მხოლოდ სამი თანამშრომლით, ხოლო საწყობის მშენებლობა-აღჭურვის დასრულების შემდეგ, მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

საწყისი საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, „ტრიფონის ხილის“ ახლად აშენებულ სამაცივრე საწყობს  მუშაობა უნდა დაეწყო 2020 წლის ივლისში. თუმცა, COVID-19-ის შეზღუდვების გამო, რომლებმაც საწყობის აღჭურვილობისა და დანადგარების ტრანსპორტირების და მიწოდების ვადების გადაწევა გამოიწვია, საწყობმა მუშაობა სამთვიანი დაგვიანებით დაიწყო.

ქეშბექ გრანტი, რომელიც EU4Business-ის ინიციატივით დაფინანსდა, დაეხმარა კომპანიას დაგვიანებული ამოქმედებით გამოწვეული ფინანსური სიძნელეების გადალახვაში და, შედეგად, კომპანიამ შეძლო შეესრულებინა ყველა აღებული ვალდებულება.

დღეს საწყობი სრული დატვირთვის მუშაობს და წარმოადგენს რეგიონში ქართველი და ევროპელი მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის ხილით მომარაგების ქვაკუთხედს.

სესხის თანხა:

€ 458,379

გრანტის თანხა:

€ 68,757

ინვესტიცია:

გაგრილების ეფექტური ტექნოლოგიები და საწყობის იზოლაცია insulation

ენერგოდანაზოგი

835.9 MWh/წ

GHG დანაზოგი

73.7 t CO2/წ

 

კურორტი „ყვარლის ტბა“

კურორტი „ყვარლის ტბა“

კურორტი „ყვარლის ტბა“ წარმოადგენს სასტუმროსა და რესტორნის კომპლექსს, რომლებიც განლაგებულია 300 ჰექტარ ფართობზე ულამაზესი ხედებითა და ბუნებრივი ლანდშაფტებით საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონის, კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების ქვეშ. m|group-ი დაარსდა 2005 წელს და ამჟამად მართავს 6 სასტუმროსა და რესტორანს თბილისსა და ყვარელში. ყოველ მათგანს აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ფასის სეგმენტზე. m|group-ი წამყვანი ბრენდია საქართველოს სასტუმრო სექტორში. ყოფილ დსთ-ს ქვეყნებს შორის, მან პირველმა მოიპოვა ISO9001:2000 და HACCP სერტიფიკატები. m|group-ის მისიაა საქართველოს ბაზარზე დასავლური სტანდარტების დანერგვა: თანამედროვე გარემო, ინოვაციური დიზაინი და კონცეფცია, რომელიც აუმჯობესებს მომხმარებლის რეკრეაციულ გამოცდილებას და ითვალისწინებს სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას.

ინვესტიცია შენობა-ნაგებობების ყოვლისმომცველი განახლებისთვის გათვლილი იყო იმისთვის, რომ კურორტი „ყვარლის ტბა“ მოსულიყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს რეგულაციებსა და შესაბამის ევროდირექტივებთან. პროექტი მოიცავდა შენობებისა და ინტერიერის განახლებას მაღალი სტანდარტების შესაბამისად და ენერგომოხმარების მინიმიზაციას, სახანძრო უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ოპტიმიზაციას. პროექტი, რომელიც დაფინანსდა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის სესხით, დამტკიცდა 2020 წლის COVID გაზაფხულზე – ყველაზე ცუდ დროს, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. თუმცა, მისი უნიკალური განლაგებისა და ყოვლისმომცველი საინვესტიციო ზომებიდან გამომდინარე, რომლებიც საინვესტიციო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, კომპანიამ მოიპოვა საკარანტინო განთავსების სახელმწიფო კონტრაქტი.

2020 წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, საქართველოში მოქმედებდა მკაცრი მოთხოვნები ჩამოსული მოგზაურების მიმართ, რაც გულისხმობდა ქვეყანაში შემოსვლის დღიდან  14-დღიან თვითიზოლაციას. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი კარანტინი სტრესულია, ამ პერიოდის ლამაზ ადგილას გატარება, სადაც ადგილზე უზრუნველყოფილია სამედიცინო მონიტორინგი, ჩამოსულებისთვის უსაფრთხო და მშვიდი იყო.

სესხის თანხა

€ 1,670,712

გრანტის თანხა

€ 250,607

ინვესტიცია:

შენობა-ნაგებობების რემონტი და ტექნიკური გამართვა, ავეჯი და სამზარეულოს აღჭურვილობა

პირველადი ენერგოდანაზოგი

1,178 MWh/წ

GHG დანაზოგი

182 tCO2/წ

ენერგოდანაზოგის კოეფიციენტი

38 %

 

ყავის კაფსულების უნიკალური მრავალფეროვნება, მორგებული ნებისმიერ გემოვნებასა და შემთხვევაზე

ყავის კაფსულების უნიკალური მრავალფეროვნება, მორგებული ნებისმიერ გემოვნებასა და შემთხვევაზე

პირველი ქართული ყავის ბრენდი შპს მეამა დაფუძნდა 2016 წელს. კომპანიის მიზანია, შესთავაზოს მომხმარებელს ყავის კაფსულებში შეფუთული მაღალი ხარისხის ყავა, დამუშავებული საქართველოში თანამედროვე დანადგარებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. კომპანია გეგმავს, მოამარაგოს ქართული ბაზარი და გაიტანოს თავის პროდუქცია აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.

იმისათვის, რომ მიეღწია დასახული მიზნისთვის – გამხდარიყო ამ კლასის ყავის კაფსულების წარმოებაში საუკეთესო, კომპანიამ გადაწყვიტა, განეხორციელებინა ინვესტიცია თანამედროვე შენობასა და კაფსულის ყავის დასამუშავებელ ~მაღალტექნოლოგიურ საწარმოო დანადგარებში.

ინვესტიცია განხორციელდა EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის სესხის დახმარებით. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა კომპანიას უფასო ტექნიკური დახმარება გაუწია ინვესტიციისა და საწარმოო პროცესის ოპტიმიზაციის მიმართულებით.

პროექტის ვერიფიკაციის პროცესის წარმატებული დასრულების შემდეგ, შპს „მეამა“-მ დაიბრუნა სასესხო თანხის 15% გრანტის სახით, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

ამ ინვესტიციის შედეგად, ამჟამად კომპანია აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების ფართო სპექტრს, მათ შორის:

    • დირექტივა 2014/35/EU ელექტრო მოწყობილობების განსაზღვრულ ვოლტაჟსა და დიზაინის
    • დირექტივა 2006/42/EC მანქანა-დანადგარების შესახებ და დამატებითი დირექტივა 95/16 / EC ელექტრომაგნიტური შესაბამისობის შესახებ კანონების ჰარმოზირებასთან დაკავშირებით წევრი ქვეყნებში
    • დირექტივა 2006/12/EC ნარჩენების შესახებ და დირექტივა 91/689/EEC საშიში ნარჩენების შესახებ.
    • რეგულაცია (EC) No 1935/2004 იმ მასალების შესახებ, რომელიც კონტაქტში არიან საკვებ პროდუქციასთან და შესაბამისი დირექტივა 80/590/EEC.

 

სესხის  ოდენობა

€ 2,940,506.26

გრანტის თანხა:

€ 441,075.94

ინვესტიცია

თანამედროვე საწარმოო შენობა და ყავის

ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა

რეგულაცია სურსათის უვნებლობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის შესახებ

პირველადი ენერგო დანაზოგი

 (GHG) შემცირება

ენერგიის დაზოგვის კოეფიციენტი

34 MWh/წ

3 t CO2/წ

35.2%

შპს კავკას მეტალი

შპს კავკას მეტალი

შპს კავკას მეტალი დაარსდა 2009 წელს თბილისში, საქართველოში. კომპანია ახორციელებს მრავალფეროვან საქმიანობას ლითონის სექტორში, მათ შორის, ლითონის იმპორტს საქართველოს სამშენებლო კომპანიებზე შემდგომი გაყიდვისა და დისტრიბუციისთვის. პროდუქციის ჩამონათვალი მოიცავს ფურცლოვან ფოლადს, ღობეებს, ზოლოვან ფოლადს, მილებს და მავთულებს, ასევე, დამხმარე ლითონის აღჭურვილობას, რომელიც გამოიყენება სამშენებლო კომპანიების მიერ.

წარმოების მოცულობის ზრდისა და საქართველოში სამშენებლო მასალებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიამ გადაწყვიტა, განახორციელოს ინვესტიცია ორი ახალი შენობის მშენებლობასა და ფოლადის დამუშავების ინოვაციური და გარემოსადმი მეგობრული აღჭურვილობის შეძენასა და დამონტაჟებაში. მოდერნიზებულმა საწარმოებმა გააუმჯობესა პერსონალის სამუშაო პირობები და გააძლიერა უსაფრთხოება და სამუშაო პროცესები მეტად ენერგოეფექტური გახადა.

ინვესტიცია დაფინანსდა EU4Business-EBRD-ს საკრედიტო ხაზის სესხით და საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა კომპანიას უფასო ტექნიკური დახმარება გაუწია ინვესტიციის ოპტიმიზაციის მიზნით. პროექტის წარმატებული ვერიფიკაციის შემდეგ, შპს კავკას მეტალმა დაიბრუნა სასესხო თანხის 15% გრანტის სახით, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

ამ ინვესტიციის შედეგად, ამჟამად კომპანია აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების ფართო სპექტრს, მათ შორის:

  • დირექტივა 2014/35/, რომელიც უკავშირდება ბაზარზე გარკვეული სიმძლავრის ფარგლებში გამოყენებისთვის დამზადებული ელექტროაღჭურვილობის ხელმისაწვდომობას;
  • დირექტივა 2006/42/EC ტექნიკის შესახებ და დირექტივა 95/16/EC-ს ცვლილება (გადადნობა);
  • დირექტივა 2014/30/EU, რომელიც უკავშირდება ელექტრომაგნიტურ შესაბამისობას (გადადნობა);
  • ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა 2012/27/EU ენერგოეფექტურობის შესახებ;
  • დირექტივა 2008/98/EC ნარჩენების შესახებ, რომელიც აუქმებს გარკვეულ დირექტივებს.

სესხის  ოდენობა:

€ 494,902

გრანტის თანხა:

€ 74,235

ინვესტიცია

ორი ახალი საწარმოო შენობის მშენებლობა და თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა და დამონტაჟება.

ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა

მუშათა ჯანმრთელობის და უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციები

პირველადი ენერგოდანაზოგი: სათბურის აირების (GHG) შემცირება:

 

918.93 MWh/y

81.07 tCO2/y

 

 

შპს ავტოგზატექნიკა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გზების მშენებლობას საქართველოში

შპს ავტოგზატექნიკა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გზების მშენებლობას საქართველოში

შპს ავტოგზატექნიკა დაარსდა 2017 წლის სექტემბერში, როგორც გზების მშენებლობისა და გზების რეაბილიტაციის მომსახურების მომწოდებელი კომპანია. საქართველოში გზების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაფართოების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ელემენტია. რამდენადაც საქართველოში მრავალფეროვანი საქონლის სულ უფრო მეტი მწარმოებელი ახორციელებს ინვესტიციას იმისთვის, რომ მათი წარმოება შეესაბამებოდეს ევროკავშირის დირექტივებს და ცდილობს თავისი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას, მათი დამოკიდებულება გამართულ სატრანსპორტო მარშრუტებზე უფრო და უფრო იზრდება. საგზაო ტრანსპორტირება საკმაოდ ხშირი არჩევანია. ამ ფონზე, კომპანია „ავტოგზატექნიკა“ მხარს უჭერს სატრანსპორტო სექტორს გზების მშენებლობითა და რეაბილიტაციით.

კომპანიამ შეიძინა აღჭურვილობა, მათ შორის მუხლუხა დამტვირთავი, მბრუნავი ტანდემური სატკეპნი და ავტომანქანები ტრანსპორტირებისთვის. ახალი აღჭურვილობა მოიხმარს ნაკლებ საწვავს, ვიდრე მოიხმარდა ძველი ტექნიკა, რომელიც გამოიყენებოდა გზების მშენებლობის პროცესებისთვის. გარდა ამისა, ახალი ტექნიკა გაცილებით კომფორტული და უსაფრთხოა ოპერატორებისთვის.

პროექტის ვერიფიკაციის პროცესის წარმატებული დასრულების შემდეგ, კომპანიამ დაიბრუნა სასესხო თანხის 15% გრანტის სახით, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

 

ამ ინვესტიციის შედეგად, ამჟამად კომპანია აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების ფართო სპექტრს, მათ შორის:

    • ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაცია (EC) 661/2009 ავტომანქანების, მისაბმელების და სისტემების ზოგადი უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ;
    • დირექტივა 2006/42 / EC მანქანა-დანადგარების შესახებ, რომელსაც შესწორება შეაქვს დირექტივაში 95/16/EC
 

სესხის  ოდენობა

€ 1,011,753

გრანტის თანხა:

€ 151,763

ინვესტიცია

საგზაო სამშენებლო აღჭურვილობა

ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა

ევროკავშირის სტანდარტები ავტომანქანებისა და ავტოტექნიკის ზოგადი უსაფრთხოებისთვის

პირველადი ენერგოდანაზოგი სათბურის

აირების (GHG) შემცირება

567      MWh/წ

151         t CO2/წ

 

თბილისის გულში მდებარე ახალი სასტუმრო უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს

თბილისის გულში მდებარე ახალი სასტუმრო უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს

თბილისის ცენტრში, ახლად აშენებული, თანამედროვე დიზაინის მქონე IBIS Hotel Tbilisi-ი უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. სასტუმროს მშენებლობა ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების დაცვით მიმდინარეობდა.

გარდა მშენებლობისა, ინვესტიციები განხორციელდა სასტუმროს ნომრებისა და სამზარეულოს აღჭურვილობაშიც.

ინვესტიცია განხორციელებული იქნა EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მეშვეობით პროექტის ფარგლებში კომპანიამ მიიღო უფასო ტექნიკური დახმარება რომელიც გაწეული იქნა საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის მიერ. ასევე, პროექტის  ვერიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ გრანტის სახით უკან დაიბრუნა სესხის 15%, რომელიც დაფინანსებული იქნა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

 

ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა:

    • დირექტივა 2014/35 / EU, წევრი სახელმწიფოების კანონების ჰარმონიზაციის შესახებ, რომელიც ეხება ელექტროენერგიის ბაზარზე გარკვეულ ძაბვის საზღვრებში გამოყენებას.
    • სასტუმროების EEIG-EU სტანდარტები
    • BS 7176 და BS 7177 სტანდარტები
    • 2010/31 / EU შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
    • 2006/12 / EC დირექტივა ნარჩენების შესახებ
    • 91/689 / EEC დირექტივა სახიფათო ნარჩენების შესახებ
    • დებულება (EC) No 178/2002 სურსათის კანონის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების დადგენის, სურსათის უვნებლობის ევროპული ორგანიზაციის სურსათის საკითხებში პროცედურების განსაზღვრის შესახებ.

სესხი:

€ 3 მილიონი

გრანტი

€ 450,000 (15%)

დირექტივები:

სასტუმროს მართვა, სახიფათო ნარჩენების მართვა, ენერგო-ექფექტურობა

ინვესტიცია:

სასტუმროს შენობა და ტექნიკური აღჭურვილობა

ენერგო ეფექტურობა       

1,436 MWh/წ

279 tCO2/წ