თანამედროვე, მომგებიანი და მდგრადი მცირე და საშუალო ბიზნესის მშენებლობა საქართველოში

სესხებისა და გრანტის მეშვეობით EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი მხარს უჭერს მრავალი სახის საინვესტიციო პროექტს, რომელიც ხელს უწობს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ევროკავშირსა და საქართველოში.

მოიყვანეთ თქვენი ბიზნესი ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრაში, ამით გახსენით ევროკავშირის ბაზრის კარი და აამაღლეთ სხვა ქვეყნებში თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტის საექსპორტო პოტენციალი.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პოლიტიკას! პრიორიტეტი მიანიჭეთ მწვანე ტექნოლოგიებს, რომლებიც ნაკლებად აბინძურებენ გარემოს და მოიხმარენ ნაკლებ ენერგიას. ეს ხელს შეგიწყობთ ხარჯების დაზოგვაში და კიდევ უფრო აამაღლებს თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტის ხარისხს.
განახორციელეთ ინვესტიცია თქვენი საწარმოს მოდერნიზებასა და განვითარებაში, რათა შექმნათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი რაც თავის მხრივ აამაღლებს თქვენი ბიზნესის მომგებიანობას.
Previous slide
Next slide

რა არის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი?

    • ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიზანია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ინვესტიციების დაფინანსება.
    • პროგრამა რომელიც აერთიანებს სესხის/ლიზინგის დაფინანსებას, უფასო ტექნიკურ დახმარებას და საგრანტო კომპონენტს რომელიც დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
    • ინიციატივა შექმნილია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხის ამაღლებას და ამცირებს გარემოზო უარყოფით გავლენას.
    • პროგრამა რომელიც ხელს უწყობს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს სრულად გამოიყენონ (DCFTA) ფარგლებში წარმოდგენილი შესაძლებლობები.

მოქნილი პროგრამა - 3 სხვადასხვა სესხის სახეობა

დანადგარების განახლების მიზნით – 300 ათას ევრომდე, წინასწარ დამტკიცებული ტექნოლოგიების სიის (LET) მიხედვით. წამახალისებელი გრანტი – 10%–მდე თანხის უკან დაბრუნებით.

ინვესტიციები 3 მილიონ ევრომდე, პრაქტიკულად ყველა სახის ბიზნესისთვის. წამახალისებელი გრანტი – 15%–მდე თანხის უკან დაბრუნებით.

დაჩქარებული პროცესი SPS–სა და სურსათის უვნებლობისთვის, ინვესტიციები 300 ათას ევრომდე. წამახალისებელი გრანტი – 15%–მდე თანხის უკან დაბრუნებით.

ვის შეუძლია შეავსოს განაცხადი

ქართულ კომპანიებს რომელთა:

    • ბიზნესის მინიმუმ 51% არის კერძო საკუთრებაში.
    • ოპერირებს ექსპორტზე ორიენტირებულ სექტორში
    • რეგისტრირებულია და ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით.
    • ევროკავშირის განსაზღვრება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის კრიტერიუმების შესახებ: თანამშრომლების რაოდენობა არ აღემატება 250 ადამიანს, წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროზე ნაკლებია, წლიუერი ბალანსი 43 მილიონ ევროზე ნაკლებია.
    • დარეგისტირებულია როგორც ინდმეწარმე
    • აკმაყოფილებს პარტნიორი ფინანსური ორგანიზაციის საკრედიტო კრიტერიუმებს.

დამატებითი სარგებელი

ხელმისაწვდომობა –10% ან 15%–იანი წამახალისებელი გრანტები, რომლებიც ინვესტიციის დაფინანსების ღირებულებას ამცირებს.

მოქნილობა – ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის ინვესტიციისთვის, რომელიც ეხმარება კომპანიას ევროკავშირის დირექტივების მიღწევაში, რაც თავის მხრივ საბაზრო პოტენციალისა და მომგებიანობის ამაღლებას უწყობს ხელს.
პროგნოზირებადი  სესხები გაიცემა ეროვნულ ვალუტაში 3–დან 5 წლამდე ვადით.
მარტივი  – მკაცრი ზღვრების არ არსებობა (მაგ., არ არის მინიმალური IRR)
ფოკუსირებული ხარისხზე – წარმოდგენილი ინვესტიციები ემსახურება პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, რითაც იზრდება როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე წვდომა.
ხარჯების შემცირება – პრაქტიკულად ყველა წარმოდგენილი ინვესტიცია შედეგად იძლევა ენერგიისა და რესურსების მოხმარების შემცირებას რაც დაბლა წევს ხარჯებს და ამაღლებს კონკურენტუნარიაბას.
მწვანე იმიჯი –პრაქტიკულად ყველა წარმოდგენილი ინვესტიცია ამცირებს გარემოს დაბინძურებას, მაგ., სასათბურე გაზების ემისია.
ექსპერტთა უფასო მხარდაჭერა  – მარტივი პროცედურები კომბინირებული ტექნიკურ კონსულტაციებთან რომელსაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი.

უახლესი ამბები EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის შესახებ

იხილეთ პროექტთან დაკავშირებული უახლესი ამბები, დაგეგმილი სემინარები და წარმატების ისტორიები

Cookie Consent with Real Cookie Banner