EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი არის მოქნილი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თითქმის ყველა სახის მოდერნიზების, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვებისა და ენერგოეფექტურობაში გაწეული ინვესტიციების დაფინანსებას. არსებობს სესხის აღების სამი სხვადასხვა მიდგომა. მიდგომებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ შესაბამის ღილაკს.
ხშირად საინვესტიციო პროექტი მოითხოვს მხოლოდ საწარმოო აღჭურვილობის განახლებას. სპეციალურად ასეთი ინვესტიციების დასაფინანსებლად ჩვენ შევიმუშავეთ LET – „წინასწარ დამტკიცებული ტექნოლოგიების სია“, ამ კონკრეტული დაფინანსების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია ჩვენი ფინანსური პარტნიორების მეშვეუბით შეიძინოს 300,000 ევრომდე ღირებულების საწარმოო აღჭურვილობა. ხოლო, პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კომპანია გრანტის სახით დაიბრუნებს სესხის 10%-ს.
ეს არის გამარტივებული მიდგომა რომელიც განკუთვნილია 300,000 ევრომდე ინვესტიციებისათვის რომელიც მიზნად ისახვს საკვების, სანიტარული და ფიტო სანიტარული სტანდარტების გაუმჯობესებას. ასეთი დაფინანსების გამოყენების შემთხვევაში პროექტის კონსულტანტები გადაამოწმებენ მხოლოდ საინვესტიციო გეგმის შესაბამისობას სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან. ხოლო, პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კომპანია გრანტის სახით დაიბრუნებს სესხის 15%-ს.
3 მილიონ ევრომდე ოდენობის სესხები ემსახურება თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში მოღვაწე ბიზნესს. ასეთი დაფინანსების გამოყენების შემთხვევაში კომპანიას შეუძლია ისარგებლოს უფასო ტექნიკური დახმარებით და პროექტის კონსულტანტებთან ერთად შეიმუშაონ და მოამზადონ ოპტიმალური საინესტიციო გეგმა. ხოლო, პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კომპანია გრანტის სახით დაიბრუნებს სესხის 15%-ს.