წამყვანი ინოვაციური ფარმაცევტული წარმოება საქართველოში

სს BioChimPharm (BCP) არის საქართველოში 1999 წელს დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური მცირე/საშუალო საწარმო, რომელიც დაკავებულია ანტიბიოტიკების ალტერნატივის კვლევა-განვითარებით, წარმოებითა და მარკეტინგით, რაც ხელს უწყობს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის მსოფლიო ტენდენციის წინააღმდეგ ბრძოლას. ინოვაციური პროდუქტების განვითარებისთვის კომპანია იყენებს ბაქტერიოფაგებს, რომლებიც ბაქტერიების ბუნებრივი მტრები არიან. კომპანია ფლობს უნიკალურ ტექნოლოგიურ ნოუ-ჰაუს და 80 წელზე მეტი ხნის დაგროვილ გამოცდილებას კვლევების და ანტიბიოტიკების ალტერნატივის წარმოებაში. BCP არის ISO 9001 სერტიფიცირებული, ჰყავს 45 თანამშრომელი, აწარმოებს 12 რეგისტრირებულ პროდუქტს და ფლობს ორ საერთაშორისო პატენტს. კომპანია ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს რვა ქვეყანაში და არის სრულად ავტორიზებული ფარმაცევტული მწარმოებელი.

EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზით დაფინანსებული ორი ინვესტიციით კომპანიამ განაახლა ლაბორატორიები და ასევე დაამონტაჟა ფლაკონების რეცხვის, სტერილიზაციის, შევსების და დალუქვის ინტეგრირებული ხაზი, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. კომბინირებული ინვესტიციები უზრუნველყოფს თანამშრომელთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების შემცირებას, რომელიც ჩვეულებრივ წარმოიქმნება წარმოების პროცესში, ასევე ენერგიის დაზოგვას და ნახშირბადის ემისიების შემცირებას. ინვესტიციების შედეგად მიღებული გაზრდილი სიმძლავრე და გაუმჯობესებული ხარისხის სტანდარტები საშუალებას აძლევს კომპანიას, დაიქირაოს დამატებითი თანამშრომლები და გააფართოოს საექსპორტო საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებში.

გარდა ამისა, ამ პროექტის წარმატებით განხორციელების და ვერიფიკაციის შემდეგ, კომპანიამ მიიღო სესხის ღირებულების 15% გრანტის წახალისების სახით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივით.

პროექტის განხორციელებით კომპანია ამჟამად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის:

  • კომისიის დირექტივა 2003/94/EC, 2003 წლის 8 ოქტომბერი, რომელიც განსაზღვრავს წარმოების კარგი პრაქტიკის პრინციპებსა და გაიდლაინებს ადამიანის მოხმარების სამკურნალო საშუალებებთან და საკვლევ სამკურნალო საშუალებებთან მიმართებაში.
  • რეგულაცია (EU) No517/2014 ფტორირებული სათბურის გაზების შესახებ და გაუქმების რეგულაცია (EC) No 842/2006
  • ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/35/EU წევრი სახელმწიფოების ელექტრომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ, რომელიც შექმნილია გარკვეული ძაბვის ფარგლებში გამოსაყენებლად EEA-სთან შესაბამისობით.
სესხის ოდენობა€ 2,583,323
გრანტის თანხა€ 387,498
ინცესტიციალაბორატორიული აღჭურვილობის კომპლექსური ნაკრები ROTA K-120/F ფლაკონის გარეცხვის, სტერილიზაციის, შევსების და დალუქვის ინტეგრირებული  ხაზი
ევრო დირექტივებიდირექტივები საწარმოო დანადგარების, ფტორირებული სათბურის გაზების, სამედიცინო პროდუქტებისა და OHS-ის შესახებ
ენერგიის დაზოგვა და სათბურის გაზების ემისიის შემცირება 762.30 MWh/y
111.9 tCO2/y
Cookie Consent with Real Cookie Banner