ახალი სამაცივრე საწყობი საქართველოში მოყვანილ ხილს ხარისხს უნარჩუნებს

„ტრიფონის ხილი“ დაარსდა 2019 წელს. კომპანიის მიზანია, განაგრძოს და გააუმჯობესოს ერთ-ერთი ძველი სუპერ ინტენსიური სამებაღეო მეურნეობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითში. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ვაშლის, ქლიავის და შინდის კულტივაციას. ტრიფონის ფილოსოფიის ღერძს წარმოადგენს მაღალი სტანდარტები. ის არის Global Gap სერტიფიკატის მფლობელი და გააჩნია ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილებას.

კომპანიამ ააშენა ახალი სამაცივრე საწყობი, რათა შეინარჩუნოს მოყვანილი ხილის ხარისხი, სანამ ის საბოლოო მომხმარებლის ხელში მოხვდება საქართველოში თუ საზღვარგარეთ. EU4Business-EBRD-ს საკრედიტო ხაზის ფარგლებში დაფინანსებული ახალი სამაცივრე საწყობის მოცულობაა 1,000 ტონა და ის სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ და ევროპულ სტანდარტებს. ახალი საწყობი აგებულია ენერგოეფექტური სენდვიჩ პანელით, რომელიც უზრუნველყოფს სიგრილის დანაკარგის თავიდან აცილებას. საწყობი აღჭურვილია უახლესი გამაგრილებელი ტექნოლოგიებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შენობის მიერ მოხმარებულ ენერგიას.

კომპანიამ მუშაობა დაიწყო მხოლოდ სამი თანამშრომლით, ხოლო საწყობის მშენებლობა-აღჭურვის დასრულების შემდეგ, მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

საწყისი საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, „ტრიფონის ხილის“ ახლად აშენებულ სამაცივრე საწყობს  მუშაობა უნდა დაეწყო 2020 წლის ივლისში. თუმცა, COVID-19-ის შეზღუდვების გამო, რომლებმაც საწყობის აღჭურვილობისა და დანადგარების ტრანსპორტირების და მიწოდების ვადების გადაწევა გამოიწვია, საწყობმა მუშაობა სამთვიანი დაგვიანებით დაიწყო.

ქეშბექ გრანტი, რომელიც EU4Business-ის ინიციატივით დაფინანსდა, დაეხმარა კომპანიას დაგვიანებული ამოქმედებით გამოწვეული ფინანსური სიძნელეების გადალახვაში და, შედეგად, კომპანიამ შეძლო შეესრულებინა ყველა აღებული ვალდებულება.

დღეს საწყობი სრული დატვირთვის მუშაობს და წარმოადგენს რეგიონში ქართველი და ევროპელი მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის ხილით მომარაგების ქვაკუთხედს.

სესხის თანხა:

€ 458,379

გრანტის თანხა:

€ 68,757

ინვესტიცია:

გაგრილების ეფექტური ტექნოლოგიები და საწყობის იზოლაცია insulation

ენერგოდანაზოგი

835.9 MWh/წ

GHG დანაზოგი

73.7 t CO2/წ

 

Cookie Consent with Real Cookie Banner