კურორტი „ყვარლის ტბა“

კურორტი „ყვარლის ტბა“ წარმოადგენს სასტუმროსა და რესტორნის კომპლექსს, რომლებიც განლაგებულია 300 ჰექტარ ფართობზე ულამაზესი ხედებითა და ბუნებრივი ლანდშაფტებით საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონის, კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების ქვეშ. m|group-ი დაარსდა 2005 წელს და ამჟამად მართავს 6 სასტუმროსა და რესტორანს თბილისსა და ყვარელში. ყოველ მათგანს აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ფასის სეგმენტზე. m|group-ი წამყვანი ბრენდია საქართველოს სასტუმრო სექტორში. ყოფილ დსთ-ს ქვეყნებს შორის, მან პირველმა მოიპოვა ISO9001:2000 და HACCP სერტიფიკატები. m|group-ის მისიაა საქართველოს ბაზარზე დასავლური სტანდარტების დანერგვა: თანამედროვე გარემო, ინოვაციური დიზაინი და კონცეფცია, რომელიც აუმჯობესებს მომხმარებლის რეკრეაციულ გამოცდილებას და ითვალისწინებს სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას.

ინვესტიცია შენობა-ნაგებობების ყოვლისმომცველი განახლებისთვის გათვლილი იყო იმისთვის, რომ კურორტი „ყვარლის ტბა“ მოსულიყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს რეგულაციებსა და შესაბამის ევროდირექტივებთან. პროექტი მოიცავდა შენობებისა და ინტერიერის განახლებას მაღალი სტანდარტების შესაბამისად და ენერგომოხმარების მინიმიზაციას, სახანძრო უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ოპტიმიზაციას. პროექტი, რომელიც დაფინანსდა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის სესხით, დამტკიცდა 2020 წლის COVID გაზაფხულზე – ყველაზე ცუდ დროს, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. თუმცა, მისი უნიკალური განლაგებისა და ყოვლისმომცველი საინვესტიციო ზომებიდან გამომდინარე, რომლებიც საინვესტიციო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, კომპანიამ მოიპოვა საკარანტინო განთავსების სახელმწიფო კონტრაქტი.

2020 წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, საქართველოში მოქმედებდა მკაცრი მოთხოვნები ჩამოსული მოგზაურების მიმართ, რაც გულისხმობდა ქვეყანაში შემოსვლის დღიდან  14-დღიან თვითიზოლაციას. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი კარანტინი სტრესულია, ამ პერიოდის ლამაზ ადგილას გატარება, სადაც ადგილზე უზრუნველყოფილია სამედიცინო მონიტორინგი, ჩამოსულებისთვის უსაფრთხო და მშვიდი იყო.

სესხის თანხა

€ 1,670,712

გრანტის თანხა

€ 250,607

ინვესტიცია:

შენობა-ნაგებობების რემონტი და ტექნიკური გამართვა, ავეჯი და სამზარეულოს აღჭურვილობა

პირველადი ენერგოდანაზოგი

1,178 MWh/წ

GHG დანაზოგი

182 tCO2/წ

ენერგოდანაზოგის კოეფიციენტი

38 %

 

Cookie Consent with Real Cookie Banner