შპს „Anka Fair Trade”-ი თხილის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. ამჟამად, წარმოებული თხილის 100% ევროპაში გადის ექსპორტზე და შოკოლადისა და ნაყინის მწარმოებელ კომპანიების ამარაგებს. პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და წარმოების მოცულობის გაზრდის მიზნით, შპს „Anka Fair Trade”- მა ახალი გადამამუშავებელი ობიექტის აშენებისა და თხილის დახარისხებისა და საშრობი დანადგარების შეძენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ინვესტიცია განხორციელებული იქნა EU4Business-EBRD-ის საკდრედიტო ხაზის მეშვეობით, რის ფარგლებშიც წარმატებული ვერიფიცირების პროცესის გავლის შემდეგ, კომპანიამ გრანტის სახით უკან დაიბრუნა სესხის 15%, რომელიც დაფინანსებული იქნა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
განხორციელებული ინვესტიცია:
ინვესტიციის მოცულობა:
ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა: