შპს „Anka Fair Trade“-ი – თხილის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანია

შპს „Anka Fair Trade”-ი თხილის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. ამჟამად, წარმოებული თხილის 100% ევროპაში გადის ექსპორტზე და შოკოლადისა და ნაყინის მწარმოებელ კომპანიების ამარაგებს. პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და წარმოების მოცულობის გაზრდის მიზნით, შპს „Anka Fair Trade”- მა ახალი გადამამუშავებელი ობიექტის აშენებისა და თხილის დახარისხებისა და საშრობი დანადგარების შეძენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ინვესტიცია  განხორციელებული იქნა EU4Business-EBRD-ის საკდრედიტო ხაზის მეშვეობით, რის ფარგლებშიც წარმატებული ვერიფიცირების პროცესის გავლის შემდეგ, კომპანიამ გრანტის სახით უკან დაიბრუნა სესხის 15%, რომელიც დაფინანსებული იქნა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

განხორციელებული ინვესტიცია:

    • ახალი გადამამუშავებელი ობიექტის მშენებლობა
    • თხილის დახარისხებისა და საშრობი დანადგარების შეძენა

ინვესტიციის მოცულობა:

    • სესხის მოცულობა – 2,190,292.62 ევრო
    • გრანტის მოცულობა (15%) – 328,543.89 ევრო

ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა:

    • დირექტივა 1935/2004 -მასალებისა და საგნების შესახებ, რომლებიც გამიზნულია სურსათთან კონტაქტისთვის და დირექტივების გაუქმების შესახებ 80/590 / EEC
    • EN 1672-2 (2009) სურსათის გადამამუშავებელი დანადგარები – ძირითადი ცნებები – ნაწილი 2: ჰიგიენის მოთხოვნები
    • HACCP პრაქტიკის დანერგვა
    • დირექტივა 2006/12 / EC ნარჩენების შესახებ
    • დირექტივა 91/689 / EEC საშიში ნარჩენების შესახებ
Cookie Consent with Real Cookie Banner