შპს “ჰერბია” – მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოება

შპს “ჰერბია” სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც  წყალტუბოს რაიონში მდებარეობს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოება ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ბაზრებისათვის. ევროკავშირის ბაზრებზე მწვანილისა და ბოსტნეულის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით შპს “ჰერბიამ” EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფინანსური დახმარებით და უფასო ტექნიკური მხარდაჭერით,  ააშენა ახალი სასათბურე შენობა. სათბურისთვის შეძენილი და დამონტაჟებული იქნა ევროკავშირის ODS ნორმების შესაბამისი დანადგარები, რომლებიც ზრდიან როგორც წარმოებული პროდუქციის რაოდენობას, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. პროექტის დანერგვის გადამოწმების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მიიღო სესხის მოცულობის 15%-იანი გრანტი ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

განხორციელებული ინვესტიციები:

    • საწარმო შენობისა და სათბურის მშენებლობა
    • ბოსტნეულის სარეცხი მანქანა, შესაფუთი დანადგარები, ბოსტნეულის საფცქვნელი დანადგარი
    • 2 კამერიანი ვაკუუმის შესაფუთი დანადგარი
    • საკვების საშრობი დანადგარი

სესხი და გრანტი:

    • სესხის მოცულობა – 333,162,82 ევრო
    • გრანტის მოცულობა (15%) – 49,974 ევრო

თანხვედრა ევროკავშირის დირექტივებთან:

    • ევროპის სურსათის უსაფრთხოების დაცვის ორგანიზაციის დირექტივა EC N 178/2002 სურსათის უსაფრთხოების ზოგადი პრინციპების მოთხოვნების პროცედურების ჩამოყალიბებისა და მათი ცვლილებების შესახებ მომავალში.
    • 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) 852/2004 სურსათის ჰიგიენის მოთხოვნების და მათი ცვლილებების შესახებ მომავალში.
    • დირექტივა 2006/12/EC – ნარჩენების შესახებ.
    • ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის დირექტივა 2009/125 / EC ეკო-დიზაინის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ ენერგიასთან დაკავშირებული პროდუქტებისთვის.
Cookie Consent with Real Cookie Banner