GT Group-ი კომერციული

GT Group-ი კომერციული, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დისტრიბუტორია საქართველოში. ასევე, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილების სარემონტო და ტექნიკურ მომსახურებას. EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მეშვეობით განხორციელებული ინვესტიციით კომპანიამ ააშენა მაღალი დონის სასაწყობე ფართი და ტექნიკური მომსახურების სერვის ცენტრი რომელიც სრულად შეესაბამება ევრო სტანდარტებს. ინვესტიციის შედეგად კომპანიამ მკვეთრად გააუმჯობესა მიწოდებული სერვისის ხარისხი რითაც აამაღლა თავისი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე. ახლად დამონტაჯებული საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემების მეშვეობით კომპანიამ შეამცირა დამაბინძურებელი მასალების ზემოქმედება გარემოზე, ხოლო გაუმჯობესებული შრომის უსაფრთხოების ნორმების მეშვეობით გაიზარდა მოტივაცია თანამშრომლებს შორის. ინვესტიცია EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მიერ გამოყოფილი სესხით განხორციელდა და პროექტის გადამოწმების შემდეგ, კომპანიამ ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული გრანტის სახით სესხის თანხის 15% უკან დაიბრუნა.

განხორციელებული ინვესტიციები:

  • სასაწყობე ფართი, სერვის ცენტრი, საკანალიზაციო და სადრენაჯო სისტემების მოწყობა

ინვესტიციების მოცულობა:

  • სესხის თანხა: 1,025,918 ევრო

თანხვედრა ევროკავშირის დირექტივებთან:

•2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/35 / EU წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის დირექტივა – ძაბვის განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში მომუშავე ელექტრო მოწყობილობების ბაზარზე ხელმისაწვდომობის შესახებ • 2006/42 / EC დირექტივა მანქანა / დანადგარების შესახებ და დამატებითი 95/16 / EC დირექტივა • 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/30 / EU წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის დირექტივა – ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ • 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) № 1005/2009 ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ • 2006/12 / EC დირექტივა ნარჩენების და დირექტივა 91/689 /სახიფათო ნარჩენების შესახებ

Cookie Consent with Real Cookie Banner