EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ ქართველი დაფნის ფოთლის მწარმოებლის კონკურენტუნარიანობას

EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ ქართველი დაფნის ფოთლის მწარმოებლის კონკურენტუნარიანობას

მოკრძალებული დასაწყისი

ყველაფერი ახალი იდეით და მცირე გამოცდილებით დაიწყო – ნედლეულის მიწოდება ხილისა და მწვანილის ერთ – ერთი მწარმოებლითვის გურია – აჭარის რეგიონებში.

როდესაც გიორგი მელუა, 2017 წელს, ინდივიდუალური მეწარმედ დარეგისტრირდა, მას არ წარმოედგინა, რომ მისი ბიზნესი  იმ მასშტაბით გაიზრდებოდა, რომელსაც ახლა კომპანია “Black Sea Laurus” წარმოადგენს.

გურია-აჭარის რეგიონი, სადაც კომპანია ოპერირებს, მდიდარია დაფნის ბუჩქებით. ადგილობრივი ფერმერები აგროვებენ დაფნის ფოთოლს და მოსავალს მსხვილ მწარმოებლებს აბარებენ. ასე რომ, იდეა „თავად მეცადა, გამიჩნდა“ – ამბობს გიორგი მელუა, „Black Sea Laurus”-ის დამფუძნებელი.

დამწყები, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის მთავარი დაბრკოლება სახსრების მოძიება იყო. მას შემდეგ, რაც საბანკო სესხი და საკუთარი ფინანსები ბიზნესის იდეის გასახორციელებლად არასაკმარისი აღმოჩნდა, გიორგი მელუამ  მონაწილეობა მიიღო APMA– ს მიერ დაფინანსებულ კონკურსში „ახალგაზრდა მეწარმეებისთვის“ და გაიმარჯვა. საბანკო სესხით, საკუთარი ფინანსებით და APMA- ს პროგრამის დახმარებით, გიორგი მელუამ დაფნის ფოთლის საწარმოს აშენება შეძლო. პირველ წელს ქარხანამ მხოლოდ 80 მტ ფოთოლი გამოუშვა, მაგრამ მეორე წელს წარმოება თითქმის გასამმაგდა.

დაფნის ფოთოლი მდიდარია A და C ვიტამინებით, რკინით, კალიუმით, კალციუმით და მაგნიუმით. ასევე, ფერმენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ ცილების დაშლას, საჭმლის სწრაფ მონელებას. ასე, რომ გასაკვირი არ არის საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის დაფნის ფოთოლზე მოთხოვნის ზრდა. მზარდი ადგილობრივი და საექსპორტო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გიორგი მელუას კიდევ ერთხელ შეექმნა ბიზნესის გაფართოების საჭიროება და ამ გაფართოებისთვის სახსრების მოძიება. გაფართოებას საფუძვლად დაედო ახალი იდეა, სადაც წარმოება იწყება იმ ფერმერებთან ურთიერთობით, რომლებიც მდგრადი სოფლის მეურნეობის და სოციალური პასუხისმგებლობის რწმენას იზიარებენ. ”მხოლოდ ამ ორი პრინციპის შერწყმით შევძლებთ მუდმივად მივიღოთ მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელიც შესაფერისია ექსპორტისთვის და, ამავე დროს, შევქმნით უსაფრთხო და წარმატებულ პირობებს ჩვენი საზოგადოებისთვის.” ამბობს გიორგი მელუა.

ამჯერად, წარმოების გაფართოებისთვის საჭირო სახსრები EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამის მიერ იქნა გამოყოფილი.

აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობა

EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ყველაზე ხელსაყრელი პროგრამაა საქართველოს ბაზარზე. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიმართონ პროგრამის პარტნიორ ბანკებს სესხის დაფინანსებისთვის. გარდა სესხისა, პროგრამა უზრუნველყოფს უფასო ტექნიკურ დახმარებას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ გრანტს, რომელიც სასესხო თანხის 15% -ს შეიძლება შეადგენდეს. გრანტი, პროექტის შესრულების გადამოწმების პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა.

გიორგი მელუას EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი, პროგრამის ერთ-ერთმა პარტნიორმა ბანკმა შესთავაზა. „ექსპლუატაციის პირველმა წელმა გვაჩვენა, რომ წარმოების მოცულობა ვერ აკმაყოფილებდა მზარდ მოთხოვნას. ჩვენ გვჭირდებოდა უფრო დიდი საწარმოო სივრცე და თანამედროვე საწარმოო დანადგარები. EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი სრულად შეესაბამებოდა ჩვენს საჭიროებებს. უფასო ტექნიკური დახმარებამ ინფორმაცია მოგვაწოდა HACCP-ის, ევროკავშირის პრაქტიკისა და დაფნის ფოთლის წარმოებისთვის საჭირო საუკეთესო აღჭურვილობის შესახებ. ხოლო საკრედიტო თანხის მოცულობის, უკან დაბრუნებული 15% –იანი გრანტის თანხა შემდგომი გაფართოების საშუალებას იძლევა“ – ამბობს გიორგი მელუა.

საინვესტიციო პროექტის დასრულების შემდეგ, კომპანია „Black Sea Laurus”-ი მაღალი კლასის საწარმოო სივრცეს ფლობს. კომპანიაში დასაქმებულია 15 მუდმივი, მაღალკვალიფიციური და 130 სეზონური თანამშრომელი. აღჭურვილობის განახლებამ, საწარმო ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა და წარმოების მოცულობა მინიმუმ 100 მტ უმაღლესი ხარისხის გამხმარ ფოთლამდე გაზარდა.

დღეისთვის, „Black Sea Laurus”-ი მიერ წარმოებული დაფნის ფოთოლი ბევრ ქვეყანაშია აღიარებული უმაღლესი ხარისხისა და შესანიშნავი არომატის გამო. დაფნის ფოთოლი მრავალი საკვები პროდუქტის აუცილებელი ინგრედიენტია, გამოიყრნრბა, როგორც დამუშავებულ საკვებში, სამედიცინო დანამატებში, ასევე კოსმეტიკურ და არომათერაპიის პროდუქციაში.

”დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ეკოლოგიურად სუფთა პლანტაციებში მოყვანილი, ჩვენი დაფნის ფოთოლი – 100%-ით ნატურალურია, არ შეიცავს ქიმიკატებს და სასუქებს. ფოთოლს ხელით კრეფს, ახარისხებს და ფუთავს ფერმერების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და ტექნიკოსების გამოცდილი გუნდი ”-  ამაყად ამბობს გიორგი მელუა.

EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას საქართველოში.

EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას საქართველოში.

არაფერი არ არის არომატულ ხილზე უფრო გემრიელი, რომელიც მზიანი დღეების ასოციაციას იწვევს. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მის უნიკალურ კლიმატურ პირობებს განაპირობებს. ნოტიო  სუბტროპიკული კლიმატი დასავლეთ საქართველოში და გარდამავალი (სუბტროპიკულიდან კონტინენტალურამდე) აღმოსავლეთში ნაყოფიერ ნიადაგთან ერთად საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიას „Aroma Products”, გამოიყენოს თავისი პლანტაციის თითოეული კვადრატული მეტრი ფესვის, ფოთლისა და კენკრის გასაშენებლად, რომელიც ადიდებს გემოვნებით, სიახლით და სიკეთით, ნებისმიერი ქიმიური სასუქისა და პესტიციდების შემცველ პროდუქტებს.

კომპანია Aroma Products დაარსებული იქნა 90 – იანი წლების მძიმე პერიოდის  პოსტსაბჭოთა საქართველოში, სადაც კერძო სექტორი პირველ ნაბიჯებს დგამდა. კომპანიის განვითარების კონცეფცია რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ქიმიური დანამატების  გამოყენების გარეშე, ნამდვილად მოითხოვდა გამბედაობასა და მოთმინებას.

ათწლეულების განმავლობაში პრინციპების ერთგულება კომპანიას დაუფასდა. მათ მიერ წარმოებული ორგანული პროდუქცია გამორჩეულია არაჩვეულებრივი საგემოვნო თვისებებით და ხარისხით.

ამჟამად, კომპანია ECOCERT– ის მიერ სერტიფიცირებული 300 ჰექტარი ფართობის ორგანული მეურნეობას ფლობს. თესვისა და მცენარეების დარგვის მონაცვლეობის დივერსიფიცირებული სტრატეგიები ამცირებენ მოუსავლიანობის რისკებს და აკმაყოფილებენ მომხმარებლის ცვლად პრეფერენციებს. მზა პროდუქციის პორტფოლიო მოიცავს მაღალი ხარისხის ხილისა და კენკრის წვენების და ჯემების ფართო არჩევანს.

აქცენტი პროდუქციის ხარისხზე, ასევე ვრცელდება გადამამუშავებელ მოწყობილობებზე. ევროპის ქვეყნებში საკუთარი საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, კომპანიამ ცოტა ხნის წინ ინვესტირება განახორციელა გადამამუშავებელი მოწყობილობების განახლებაში.

 ” საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი პროდუქციის ექსპორტის გაზრდის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აუცილებელი გახდა თანამედროვე აპარატურის შეძენა. რისთვისაც განვახორციელეთ ინვესტიციები დანადგარების შეძენასა და ჩვენი კომპანიის მომავალ განვითარებაში.” – ამბობს კომპანიის დირექტორი ლადო გუგუშვილი.

კომპანია მომავალი 4 წლის განმავლობაში 40 ათასი ტონა ხილისა და კენკრის მოსავალს ელის. ამ მოცულობას კავკასიონის მთიან რეგიონებში ველურად მოზარდი ხილისა და კენკრის შეგროვებული რაოდენობაც ემატება.  ლადო გუგუშვილის აზრით: „აუცილებელია თანამედროვე საწარმოო ხაზები და საწყობები მოსავლის  შესანახად, მისი ლპობის ან გაფუჭებით გამოწვეული  ზარალის თავიდან ასაცილებლად. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და  შესაბამისად  მუშაობის მეთოდოლოგიებიც იცვლება. გამონაკლისი არც კვებისა და სასმელების ინდუსტრიაა. აუცილებელია მუდმივად შეთავაზოთ უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტები და ინოვაციური გადაწყვეტილებები. ”

კომპანია „Aroma Product“ – ის ახალი საწარმოო ხაზი დაფინანსებული იქნა EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მეშვეობით, წარმატებული ვერიფიკაციის პროცესის გავლის შემდეგ კომპანიამ ევროკავშირის მიერ  EU4Business ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული სესხის 15% გრანტის სახით უკან დაიბრუნა.

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის პროგრამა სამ ქვეყნაში მოქმედებს, მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებისთვის ახალ ბაზრების ათვისებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროებისა და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უფასო ტექნიკურ დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ გრანტს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მიერ დაფინანსებულ ასფალტის ქარხანას ესტუმრა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მიერ დაფინანსებულ ასფალტის ქარხანას ესტუმრა

შპს „Indico,” გზის სამშენებლო კომპანია ასფალტის მწარმოებელი ქარხანა1996 წელს ქალაქ სენაკში დაარსდა და დღეისდღეისობით  საქართველოში37000 საწარმოდანერთერთიარომელიცევროკავშირისბიზნესისმხარდაჭერისპროგრამითსარგებლობს და რომლის წარმოების პროცესი ახლა უკვე სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან. EU4Business-EBRD-ისსაკრედიტოხაზისმეშვეობითშპს“Indico”-შეიძინაქვიშისადახრეშისგადამამუშავებელიდანადგარი, ორიექსკავატორი,ოთხისატვირთომანქანადამობილურიკომპრესორი.განხორციელებულიინვესტიციისშედეგადკომპანიამაამაღლაწარმადობადაამავდროულად  შეამცირაჰაერისდაბინძურება და გარემოზე ზემოქმედება. დღესშპს“Indico” ერთერთისაგზაოსამშენებლოკომპანიააევროპაშირომელიცმოწყობილიაგარემისდაცვითინორმებისადასატანდარტებისგათვალისწინებითქარხანაში ტურის დროს ევროკავშირის ელჩი ბატონი კარლ ჰანცი გაესაუბრა ქარხნის თანამშრომლებს, რომლთა სამუშაო პირობები მკვეთრად იქნა გაუმჯობესებული ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. კომპანია ფლობს ყველა ერივნული კანონმდებლობით საჭირო ნებართვებს და ლიცენზიებს.

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილია. საკრედიტო ხაზის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ამ ფინანსური მექანიზმის მიმზიდველობა გახლავთ ის რომ ბიზნესს რომელიც ამ კონკრეტული საკრედიტო ხაზით ისარაგებლებს, საშუალება ეძლევა, სესხის 15%-მდე ქეშბექის სახით უკან დაიბრუნოს და ასევე მიიღოს აბსოლიტურად უფასო ტექნიკური დახმარება საერთასორისო ექსპერტთა გუნდის მეშვეობით.

შპს „Indico” ერთ-ერთი EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ბენეფიციარია, და ასეთი კომპანიები შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საქართულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად მუშაობა, საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და შემოსავლის გაზრდა. კომპანიას აქვს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა და ზრუნავს თანამშრომლების სამუშაო გარემოზე.

EBRD-ის საკრედიტო ხაზი და გრანტი ქართული ბიზნესისთვის

თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში

მარტი 22, 2018. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი საკრედიტო ხაზის EU4Business-EBRD Credit Line საშუალებით, 100-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ ისარგებლა დაფინანსებით, რომლის ოდენობა 60 მილიონ ევროს აჭარბებს.
საქართველოში მოქმედმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მრეწველობის, ტრანსპორტის, საცალო ვაჭრობის, საკვების, მომსახურეობისა და მედიცინის სექტორებიდან ინვესტიცია განახორციელეს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისთვის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის და პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე წარმოადგნენ. ინვესტიცია გამოიყენეს როგორც ცალკეული დანადგარების შესყიდვისთვის, ასევე კომპლექსური მოდერნიზაციის განსახორციელებლად, რომლის დროსაც კომპანიებმა სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლეს ინჟინრების საერთაშორისო გუნდის ტექნიკური დახმარებით. დაფინანსებული პროექტების ნახევარი განხორციელდა რეგიონებში.
2016 წლის სექტემბერში დაწყებული საკრედიტო ხაზის შედეგები 22 მარტს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა განახილეს.
“მოხარულები ვართ, რომ დღეს ვსაუბრობთ საკრედიტო ხაზის მიღწევებზე, რომელიც ქართულ კომპანიებს ეხმარება შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულ სტანდარტებთან, იქნება ეს თხილის წარმოება თუ საგზაო მშენებლობა, ადგილობრივი ნაწარმის წახალისება თუ ექსპორტის გაძლიერება – დღეს წარმოდგენილმა კომპანიებმა გადაწყვიტეს ინვესტირება ევროპულ ხარისხში. და გვიხარია, რომ ამ წარმატების ნაწილი ვართ,” განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევრობანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში.
საქართველოში ევრობანკი და ევროკავშირი თანამშრომლობენ პარტნიორ კომერციულ ბანკებთან – საქართველოს ბანკთან და თიბისი ბანკთან. სწორედ ამ პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებში არის გახსნილი ხაზები კომპანიებისათვის, რათა მათ ინვესტირება მოახდინონ ეფექტურ, თანამედროვე დანადგარებსა და ტექნოლოგიებში, განვითარდნენ საერთაშორისო სტანდარტების კუთხით, მიიღონ უკეთესი წვდომა ევროკავშირის ბაზართან, და ასევე, გაიუმჯობესონ მდგომარეობა ადგილობრივ ბაზარზე.
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი ასევე მოქმედებს მოლდოვაში და მალე იქნება ხელმისაწვდომი უკრაინაშიც, რომ იქაურმა ადგილობრივმა მცირე და საშუალო მეწარმეებმა სრულად გამოიყენონ ის სარგებელი, რაც თან ახლავს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ამ პროგრამის პირველი ფაზა ითვალისწინებს სამივე ქვეყნისათვის განკუთვნილ € 380 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზებისა და სავაჭრო გარანტიებისათვის, რომელსაც ევრობანკი გამოყოფს. ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი €19 მილიონი კი ტექნიკურ დახმარებას და საგრანტო წახალისებას ხმარდება.
ევრობანკი და ევროკავშირი აგრძელებენ თანამშრომლობას პროგრამის მეორე ფაზაში, რომელიც ითვალისწინებს €1.1მილიარდს საკრედიტო ხაზებისა და სავაჭრო გარანტიებისათვის(ევრობანკი), €58.3 მილიონს ( ევროკავშირი) საგრანტო მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას სამივე ქვეყნისათვის.
ცოდნასთან და წარმატებულ გამოცდილებასთან წვდომა არის ევრობანკისა და ევროკავშირის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება. ევრობანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას ევროკავშირის €18 მილიონიანი დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში.

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი მოდის სახლ „მატერიაში“

სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს EBRD- ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია. ვიზიტის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა, რომლებიც საქართველოში EBRD-ის სამომავლო ჩართულობის გეგმების განხილვას დაეთმო.

ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში სტუმრებს პირველმა მოდის სახლმა – „მატერიამ“ უმასპინძლა. პროექტის  გახსნის ცერემონიალს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ბ–ნი იანოშ ჰერმანი შეუერთდა, რითაც მან EBRD-ისა და EU4Business-EBRD Credit Line -ის ერთობლივი საინვესტიციო პროექტის მხარდაჭერა გამოხატა.

მოდის სახლი „მატერია”  1949 წელს დაარსდა, რომელიც  საქართველოში ტანსაცმლის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და გამყიდველია. ბოლო დრომდე კომპანიას იჯარით აღებულ, მოძველებულ შენობებში უწევდა მუშაობა, რომლებიც  უსაფრთხო სამუშაო სტანდარტების დაცვისათვის ნაკლებად შესაფერისი იყო. EU4Business-EBRD Credit Line-ის საკრედიტო ხაზის ერთ-ერთმა პირველმა ბენეფიციარმა, კომპანიამ შენობა–ნაგებობები განაახლა, მანქანა–დანადგარებისა და ტექნიკის მოდერნიზება მოახდინა და ახლად აშენებულ ქარხანაში  უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილები შექმნა.

ვიზიტის ფარგლებში, „Rina Consulting S.p.A.” და „GFA Consulting Group GmbH” პროექტის კონსულტანტებმა სტუმრებს წარმატებით განხორციელებული პროექტისათვის აღებული EU4Business-EBRD Credit Line -ის საკრედიტო ხაზის მონაცემები და ციფრები გააცნეს. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისათვის შექმნილი საკრედიტო და საკონსულტაციო პროგრამით უკვე დაფინანსებულია 47 პროექტი, დაახლოებით 25.6 მილიონი ევროს საერთო მოცულობით და ამჟამად განხილვის  პროცესშია დამატებით 19 პროექტი, რომელთა დაფინანსების საერთო ღირებულება დაახლოებით 13.9 მილიონი ევროა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა: „ფინანსების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან საშუალებას აძლევს მას, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, რაც ევროპის ბაზარზე შესვლას აადვილებს“.

საკრედიტო ხაზი (EU4Business-EBRD Credit Line) საშუალებას აძლევს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მარტივად აიღონ დაფინანსება, განაახლონ საწარმოო ხაზები, გააუმჯობესონ პროდუქტის ხარისხი და აიმაღლონ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პოტენციალი“.

ვიზიტს მოდის სახლის დირექტორი – ბ–ნი ლადო გიორგაძე მასპინძლობდა.

კომპანიის საოპერაციო სტრატეგიის მიხედვით, მოდის სახლი „მატერია“ წარმოებისათვის საჭირო ყველა კომპონენტს თავად აწარმოებს ყოველგვარი აუტსორსინგის გარეშე, რაც პროდუქციის შექმნის პროცესისა და პროდუქციის ხარისხის სრული კონტროლის საშუალებას იძლევა.

მოდის სახლი „მატერია“ ამაყობს იმით, რომ პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ყველა კომპონენტი მათ მიერაა შექმნილი ადგილზე – თბილისში, საქართველოში.

დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ „შიდა” სტრატეგიის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, წარმოების მაღალი შესაძლებლობებითა  და მოტივირებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არსებობის შემთხვევაში.

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზით აღებული სესხით, გრანტითა და უფასო ტექნიკური დახმარებით კომპანიამ ზემოთ აღნიშნული სამივე საკითხი გადაჭრა, რის შედეგადაც მას საშუალება მიეცა, განეგრძო მუშაობა შემუშავებული  საინვესტიციო გეგმის მიხედვით, რომელიც სრულად შეესაბამება კომპანიის სტრატეგიას.

ბატონი ლადო გიორგაძის განცხადებით,  „გარდა საგრძნობი  ფინანსური სარგებლისა, რომელიც  სესხისა და გრანტის კომბინირებით იქნა მიღებული, ძალიან მნიშვნელოვანი იყო EU4business- EBRD–ის საკრედიტო ხაზის ინჟინრების მიერ გაწეული ტექნიკური მხარდაჭერა. მათი კონსულტაციების დახმარებით შევძელით პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება. ახალმა შენობამ და საწარმოო ხაზმა გააძლიერა ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მათ მოტივაციაზე, შრომის კულტურის ამაღლებაზე და ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ გუნდის განვითარებას. გაერთიანებული ძალისხმევა ევროპის ბაზარზე დამკვიდრებაში დაგვეხმარება“.

მოდის სახლ  „მატერიაში“  ვიზიტის დროს EBRD-ის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის ერთობლივი ინტერვიუც ჩატარდა.  პრესკონფერენციის დროს ხაზი გაესვა EBRD-ისა და ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს განვითარებისათვის.

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საჭირო ინვესტიციების დაფინანსებისთვისაა შემუშავებული. პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს, ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი  შესაძლებლობებით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პარტნიორი ბანკების (საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი) მიერ უზრუნველყოფილი სესხების, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტებისა და უფასო ტექნიკური მხარდაჭერის ერთობლიობა  საშუალებას აძლევს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ადვილად შეიტანონ საკუთარი პროდუქცია და სერვისები ევროპის ქვეყნების ბაზრებზე, ასევე საფუძველს უყრის ვაჭრობასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემდგომი რეფორმების გზას, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჰიგიენური სტანდარტები და სამრეწველო პროდუქციის წარმოების რეგულაციების დაახლოება, რაც არა მარტო ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას, არამედ საქართველოს მომხმარებელთა უსაფრთხოების დონის გაზრდასაც უზრუნველყოფს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ნაყინის ადგილობრივ ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ღონისძიებას ესწრება

2017 წლის 16 ივნისს გურჯაანის ნაყინის ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქარხნის მეპატრონე და მმართველი დირექტორი ბ-ნი გურამ ბერიკაშვილი,  ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბ-ნი იანოშ ჰერმანი და კახეთის გამგებელი ბ-ნი ირაკლი ქადაგიშვილი მასპინძლობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმო მრავალი წელია, ფუნქციონირებს, გახსნის ღონისძიება  EU4Business-EBRD-ის საწარმოთა მოდერნიზაციის საკრედიტო პროგრამით მიღებული ხაზის გაშვებას მიეძღვნა.

აღნიშნული ინვესტიცია გურჯაანის ნაყინის ქარხანას წარმოების,  პროდუქციის ხარისხის და თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ევროპული დირექტივების დაცვის საშუალებას მისცემს.

მას შემდეგ, რაც წარმოების ხაზი სრულად იქნება დამონტაჟებული, კომპანია ასევე მიიღებს ევროგაერთიანების მიერ გამოყოფილ გრანტს.

ევროკავშირის ელჩმა ქარხნის თანამშრომლებისადმი მიმართვაში ხაზი გაუსვა EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის პროგრამის ფართო შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ალბათ სატელევიზიო გადაცემებიდან ჰქონდათ ინფორმაცია გრანტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ, ამ საწარმოში პროექტი ხელშესახებ რეალობად იქცა.

გარდა გრანტისა და საკრედიტო ხაზისა, გურჯაანის ნაყინის ქარხანას ტექნიკურ მხარდაჭერას და კონსულტაციას გაუწევენ ინჟინერთა საერთაშორისო და ადგილობრივი გუნდები. აღნიშნული მხარდაჭერა უფასო იქნება კომპანიისთვის და ხარჯებს ევროკავშირი დაფარავს.

„ამ ქარხანაში ჩემი 30-წლიანი მუშაობის განმავლობაში პირველად მივიღეთ ასეთი უპრეცედენტოდ მაღალი დონის კონსულტაციები და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც EU4Business-EBRD Credit Line-ის კონტრაქტორი კომპანიის – D’Appolonia-ს ინჟინრებმა გაგვიწიეს“,- განაცხადა ბ-მა გურამ ბერიკაშვილმა.

EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც საკუთარი პროდუქციისა და წარმოების პროცესების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, გაუმჯობესებული ხარისხის პროდუქციისა და წარმოების მოცულობის გაზრდა სურთ.

პროგრამა მოიცავს კრედიტებს, რომლებიც ადგილობრივი პარტნიორი ბანკების მიერ გაიცემა, ასევე ევროკავშირის მიერ  დაფინანსებულ გრანტებსა და უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.eu4business-ebrdcreditline.ge, ან დაუკავშირდით

პროექტის ოფისს.

ევროკავშირი და ევრობანკი თი-ბი-სი ბანკთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საკრედიტო ხაზს გამოყოფენ

100 მილიონი დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის საქართველოში

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკიდა ევროკავშირი აფართოებენ ერთობლივ პროგრამას თიბისი ბანკთან თანამშრომლობითრომელიც მხარს უჭერსადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებსშესაბამისობაში მოვიდნენ ევროპულ სტანდარტებთან და სრულად გამოიყენონ ის სარგებელი,  რაც თან ახლავს ევროკავშირთან ღრმა დაყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას.

2017 წლის 2 მაისს, თიბისი ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელი მოაწერა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სამ სასესხო ხელშეკრულებას, რომელთა ჯამური მოცულობა 100 მილიონი აშშ დოლარია. თიბისი ბანკისათვის გამოყოფილი სამი საკრედიტო ხაზიდან 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამიზნულია საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად; 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი  სპეციალურად ქალების მიერ მართული ბიზნესების მომსახურებისთვის; ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად.

ევროკავშირის მხარდაჭერა 19 მილიონი ევროს (დაახლოებით 50 მილიონი ლარის) მოცულობით მიზნად ისახავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გახსნილი საკრედიტო ხაზის წახალისებას, რათა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული ინვესტიციების განხორციელება უფრო გაიოლდეს საინვესტიციო გრანტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. ეს აგრეთვე გააუმჯობესებს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ადგილობრივი ბანკებიდან დაფინანსების პირობებს, ხოლო ადგილობრივ ბანკებს შემატებს სურვილსა და შესაძლებლობას ითავონ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაცემულ სესხებთან დაკავშირებული რისკები.

ევროკავშირი საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას ხელს უწყობს “ევროკავშირი ბიზნესისთვის” (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში. იგი ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ისარგებლონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარების გაღრმავების, ისევე როგორც მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მეშვეობით. “ევროკავშირი ბიზნესისთვის” და EBRD-ის საკრედიტო ხაზი ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოებს ინვესტიციების დაფინანსებაში. ევროკავშირი და EBRD ერთობლივად მუშაობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კერძო სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით “მცირე ბიზნესის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ევროკავშირის წვლილი 18 მილიონი ევროა (48 მილიონი ლარი), ისევე როგორც “ქალები ბიზნესში” პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ევროკავშირის წვლილი 5 მილიონი ევროა (13 მილიონი ლარი). საკრედიტო ხაზი, რომელიც ქალი მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, დამატებითი მხარდაჭერით სარგებლობს შვედეთისა და ადრეულ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების ფონდის მხრიდან.

ევრობანკის კავკასიისმოლდოვასა და ბელორუსიის დირექტორისბატონი ბრუნო ბალვანერას თქმით,“მოხარულები ვართ, რომ ვაფართოვებთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერას. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს საქართველოს მომავალზე. ფინანსური ხელშეწყობის ის მექანიზმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, დაეხმარება ადგილობრივ კომპანიებს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან წინ და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები რეგიონულ ბაზარზე. მადლობას ვუხდით ევროკავშირს, ჩვენს ერთგულ პარტნიორს თანამშრომლობისათვის ისეთ სფეროებში, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს განვითარებისათვის.“

ევროკავშირის ელჩმა საქართველოშიიანოშ ჰერმანმა განაცხადა: “მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკური ზრდისთვის. შესაბამისად მოხარულნი ვართ, რომ ვაღრმავებთ თანამშრომლობას “თიბისი ბანკთან”, რათა უფრო მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ საქართველოში ისარგებლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობით. ადგილობრივ ვალუტაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ამ მხრივ გადადგმული ძალიან საჭირო ნაბიჯია და დაფინანსების ამ ინსტრუმენტში ევროკავშირის მიერ გრანტის სახით შეტანილი წვლილი ინვესტიციებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის, რაც საწარმოო პროცესებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს”.

“მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ წარმატებულ პარტნიორობას ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკსა და ევროკავშირთან. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფინანსური სექტორისთვის და გვეამაყება, რომ ეს რთული ტრანზაქცია ჩვენმა დიდი ხნის პარტნიორმა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა განახორციელა თიბისი ბანკისთვის. ეს სესხები დაეხმარება თიბისი ბანკს, კიდევ უფრო გაიძლიეროს წამყვანი პოზიცია საქართველოს ბაზარზე,“ – აღნიშნა ვახტანგბუცხრიკიძემთიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ადგილობრივი წარმომადგენლობისა და კერძო სექტორის განვითარების სფეროში 25 წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ევრობანკი ყველაზე ძლიერი და გამოკვეთილი პოზიციის მქონეა ამ პროექტის წარმატების უზრუნველსაყოფად. ის არის უმსხვილესი ინსტიტუციონლური ინვესტორი,  უშუალოდ საქართველოში დაბანდებული აქვს 3 მილიარდ ევროზე მეტი.

საქართველოს ბანკი მასპინძლობს საინფორმაციო ღონისძიებას კილიენტებისთვის, სადაც წარადგინა შესაძლებლობები, რომელიც უზრუნვეყოფილი იქნება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამის ფარგლებში სესხით და გრანტით.

საქართველოს ბანკი მასპინძლობს საინფორმაციო ღონისძიებას კლიენტებისთვის, სადაც წარადგინა შესაძლებლობები, რომელიც უზრუნვეყოფილი იქნება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამის სესხით და გრანტით.

სულ 150 სახვდასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანი ესწრებოდა ღონისძიებას, რომელიც ჩატრადა Holiday Inn – ში 2016 წლის 28 სექტემბერს. ქალბატონ თამარ ხიზანიშვილის (კორპორატიული კლიენტების დეპარტამენტის უფროსი საქართველოს ბანკიდან) მიერ გაიხსნა შეხვედრა, სადაც აღინიშნა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და DCFTA ის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. იგი ასევე შეეხო EU4 Business-EBRD საკრედიტო ხაზით კომპანიების დახმარების შესაძლებლობებს, სესხის და გრანტის მიღებით რომ განახორციელონ ინვესტიცია ევრო დირექტივებს შესაბამისად თავიანთი წარმოების აღჭურვისათვის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია კომპანიების მიერ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წარმოების გაზრდა იმ პროდუქციებისა, რომელიც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებისთვის იქნება მიმართული.

ქალბატონი მარიამ გაბუნიამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, წარმოეადგინა დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით სხვადსხვა სექტორებისთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობის და სურსათის წარმოების სფეროში.

ქალბატონმა ხათუნა ახალაიამ პროექტის კონსულტანტების ადგილობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა (EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროექტის კონსულტანტების) წარადგინა პროეტის ძირითადი კომპონენტები და აღწერა პროცესი თუ როგორ უნდა მოხდეს განაცხადის წარდგნა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის სესხით და გრანტით დაინტერესებულმა კომპანიებმა. დემონსტრირებული იყო მეტად უფრო ნათლად კომპანიებისთვის შესაძლებლობები და ასევე წარადგინა მსგავსი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ბოსნიიდან.

დიდი რაოდენობით კითხვები დაისვა, კითხვა პასუხების სესიაზე კომპნაიების წარმომდაგენლებისგან, რომელიც მოჰყვა წარდგენილ ინფორმაციებს. რამდენიმე კომპანიების წარმომადგენლებმა მაშინვე გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ პროგრამაში, რადგან გასაგები იყო რომ 15% გრანტის კომპონენტი საკმაოდ მიმზიდველს ხდიდა ამ პროდუქტს.

ერთი კომპანიამ (ხორცის წარმოებელი) ღონისძიების დასრულებისთანავე გააკეთა განაცხადი სესხზე.

ევროკავშირმა და EBRD-მა დაიწყეს ახალი პროექტი სახელწოდებით EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი

2016 წლის 21 სექტემბერს, ევროკავშირმა და EBRD-მა დაიწყეს ახალი პროექტი სახელწოდებით EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი. პროექტის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის ტექნოპარკში გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში – ბრუნო ბალვანერა, პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ელჩი – იანოს ჰერმანი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორაციული საინვესტიციო საბანკო