EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ ქართველი დაფნის ფოთლის მწარმოებლის კონკურენტუნარიანობას

EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ ქართველი დაფნის ფოთლის მწარმოებლის კონკურენტუნარიანობას

მოკრძალებული დასაწყისი

ყველაფერი ახალი იდეით და მცირე გამოცდილებით დაიწყო – ნედლეულის მიწოდება ხილისა და მწვანილის ერთ – ერთი მწარმოებლითვის გურია – აჭარის რეგიონებში.

როდესაც გიორგი მელუა, 2017 წელს, ინდივიდუალური მეწარმედ დარეგისტრირდა, მას არ წარმოედგინა, რომ მისი ბიზნესი  იმ მასშტაბით გაიზრდებოდა, რომელსაც ახლა კომპანია “Black Sea Laurus” წარმოადგენს.

გურია-აჭარის რეგიონი, სადაც კომპანია ოპერირებს, მდიდარია დაფნის ბუჩქებით. ადგილობრივი ფერმერები აგროვებენ დაფნის ფოთოლს და მოსავალს მსხვილ მწარმოებლებს აბარებენ. ასე რომ, იდეა „თავად მეცადა, გამიჩნდა“ – ამბობს გიორგი მელუა, „Black Sea Laurus”-ის დამფუძნებელი.

დამწყები, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის მთავარი დაბრკოლება სახსრების მოძიება იყო. მას შემდეგ, რაც საბანკო სესხი და საკუთარი ფინანსები ბიზნესის იდეის გასახორციელებლად არასაკმარისი აღმოჩნდა, გიორგი მელუამ  მონაწილეობა მიიღო APMA– ს მიერ დაფინანსებულ კონკურსში „ახალგაზრდა მეწარმეებისთვის“ და გაიმარჯვა. საბანკო სესხით, საკუთარი ფინანსებით და APMA- ს პროგრამის დახმარებით, გიორგი მელუამ დაფნის ფოთლის საწარმოს აშენება შეძლო. პირველ წელს ქარხანამ მხოლოდ 80 მტ ფოთოლი გამოუშვა, მაგრამ მეორე წელს წარმოება თითქმის გასამმაგდა.

დაფნის ფოთოლი მდიდარია A და C ვიტამინებით, რკინით, კალიუმით, კალციუმით და მაგნიუმით. ასევე, ფერმენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ ცილების დაშლას, საჭმლის სწრაფ მონელებას. ასე, რომ გასაკვირი არ არის საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის დაფნის ფოთოლზე მოთხოვნის ზრდა. მზარდი ადგილობრივი და საექსპორტო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გიორგი მელუას კიდევ ერთხელ შეექმნა ბიზნესის გაფართოების საჭიროება და ამ გაფართოებისთვის სახსრების მოძიება. გაფართოებას საფუძვლად დაედო ახალი იდეა, სადაც წარმოება იწყება იმ ფერმერებთან ურთიერთობით, რომლებიც მდგრადი სოფლის მეურნეობის და სოციალური პასუხისმგებლობის რწმენას იზიარებენ. ”მხოლოდ ამ ორი პრინციპის შერწყმით შევძლებთ მუდმივად მივიღოთ მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელიც შესაფერისია ექსპორტისთვის და, ამავე დროს, შევქმნით უსაფრთხო და წარმატებულ პირობებს ჩვენი საზოგადოებისთვის.” ამბობს გიორგი მელუა.

ამჯერად, წარმოების გაფართოებისთვის საჭირო სახსრები EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამის მიერ იქნა გამოყოფილი.

აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობა

EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ყველაზე ხელსაყრელი პროგრამაა საქართველოს ბაზარზე. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიმართონ პროგრამის პარტნიორ ბანკებს სესხის დაფინანსებისთვის. გარდა სესხისა, პროგრამა უზრუნველყოფს უფასო ტექნიკურ დახმარებას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ გრანტს, რომელიც სასესხო თანხის 15% -ს შეიძლება შეადგენდეს. გრანტი, პროექტის შესრულების გადამოწმების პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა.

გიორგი მელუას EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი, პროგრამის ერთ-ერთმა პარტნიორმა ბანკმა შესთავაზა. „ექსპლუატაციის პირველმა წელმა გვაჩვენა, რომ წარმოების მოცულობა ვერ აკმაყოფილებდა მზარდ მოთხოვნას. ჩვენ გვჭირდებოდა უფრო დიდი საწარმოო სივრცე და თანამედროვე საწარმოო დანადგარები. EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი სრულად შეესაბამებოდა ჩვენს საჭიროებებს. უფასო ტექნიკური დახმარებამ ინფორმაცია მოგვაწოდა HACCP-ის, ევროკავშირის პრაქტიკისა და დაფნის ფოთლის წარმოებისთვის საჭირო საუკეთესო აღჭურვილობის შესახებ. ხოლო საკრედიტო თანხის მოცულობის, უკან დაბრუნებული 15% –იანი გრანტის თანხა შემდგომი გაფართოების საშუალებას იძლევა“ – ამბობს გიორგი მელუა.

საინვესტიციო პროექტის დასრულების შემდეგ, კომპანია „Black Sea Laurus”-ი მაღალი კლასის საწარმოო სივრცეს ფლობს. კომპანიაში დასაქმებულია 15 მუდმივი, მაღალკვალიფიციური და 130 სეზონური თანამშრომელი. აღჭურვილობის განახლებამ, საწარმო ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა და წარმოების მოცულობა მინიმუმ 100 მტ უმაღლესი ხარისხის გამხმარ ფოთლამდე გაზარდა.

დღეისთვის, „Black Sea Laurus”-ი მიერ წარმოებული დაფნის ფოთოლი ბევრ ქვეყანაშია აღიარებული უმაღლესი ხარისხისა და შესანიშნავი არომატის გამო. დაფნის ფოთოლი მრავალი საკვები პროდუქტის აუცილებელი ინგრედიენტია, გამოიყრნრბა, როგორც დამუშავებულ საკვებში, სამედიცინო დანამატებში, ასევე კოსმეტიკურ და არომათერაპიის პროდუქციაში.

”დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ეკოლოგიურად სუფთა პლანტაციებში მოყვანილი, ჩვენი დაფნის ფოთოლი – 100%-ით ნატურალურია, არ შეიცავს ქიმიკატებს და სასუქებს. ფოთოლს ხელით კრეფს, ახარისხებს და ფუთავს ფერმერების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და ტექნიკოსების გამოცდილი გუნდი ”-  ამაყად ამბობს გიორგი მელუა.