EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას საქართველოში.

EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას საქართველოში.

არაფერი არ არის არომატულ ხილზე უფრო გემრიელი, რომელიც მზიანი დღეების ასოციაციას იწვევს. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მის უნიკალურ კლიმატურ პირობებს განაპირობებს. ნოტიო  სუბტროპიკული კლიმატი დასავლეთ საქართველოში და გარდამავალი (სუბტროპიკულიდან კონტინენტალურამდე) აღმოსავლეთში ნაყოფიერ ნიადაგთან ერთად საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიას „Aroma Products”, გამოიყენოს თავისი პლანტაციის თითოეული კვადრატული მეტრი ფესვის, ფოთლისა და კენკრის გასაშენებლად, რომელიც ადიდებს გემოვნებით, სიახლით და სიკეთით, ნებისმიერი ქიმიური სასუქისა და პესტიციდების შემცველ პროდუქტებს.

კომპანია Aroma Products დაარსებული იქნა 90 – იანი წლების მძიმე პერიოდის  პოსტსაბჭოთა საქართველოში, სადაც კერძო სექტორი პირველ ნაბიჯებს დგამდა. კომპანიის განვითარების კონცეფცია რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ქიმიური დანამატების  გამოყენების გარეშე, ნამდვილად მოითხოვდა გამბედაობასა და მოთმინებას.

ათწლეულების განმავლობაში პრინციპების ერთგულება კომპანიას დაუფასდა. მათ მიერ წარმოებული ორგანული პროდუქცია გამორჩეულია არაჩვეულებრივი საგემოვნო თვისებებით და ხარისხით.

ამჟამად, კომპანია ECOCERT– ის მიერ სერტიფიცირებული 300 ჰექტარი ფართობის ორგანული მეურნეობას ფლობს. თესვისა და მცენარეების დარგვის მონაცვლეობის დივერსიფიცირებული სტრატეგიები ამცირებენ მოუსავლიანობის რისკებს და აკმაყოფილებენ მომხმარებლის ცვლად პრეფერენციებს. მზა პროდუქციის პორტფოლიო მოიცავს მაღალი ხარისხის ხილისა და კენკრის წვენების და ჯემების ფართო არჩევანს.

აქცენტი პროდუქციის ხარისხზე, ასევე ვრცელდება გადამამუშავებელ მოწყობილობებზე. ევროპის ქვეყნებში საკუთარი საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, კომპანიამ ცოტა ხნის წინ ინვესტირება განახორციელა გადამამუშავებელი მოწყობილობების განახლებაში.

 ” საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი პროდუქციის ექსპორტის გაზრდის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აუცილებელი გახდა თანამედროვე აპარატურის შეძენა. რისთვისაც განვახორციელეთ ინვესტიციები დანადგარების შეძენასა და ჩვენი კომპანიის მომავალ განვითარებაში.” – ამბობს კომპანიის დირექტორი ლადო გუგუშვილი.

კომპანია მომავალი 4 წლის განმავლობაში 40 ათასი ტონა ხილისა და კენკრის მოსავალს ელის. ამ მოცულობას კავკასიონის მთიან რეგიონებში ველურად მოზარდი ხილისა და კენკრის შეგროვებული რაოდენობაც ემატება.  ლადო გუგუშვილის აზრით: „აუცილებელია თანამედროვე საწარმოო ხაზები და საწყობები მოსავლის  შესანახად, მისი ლპობის ან გაფუჭებით გამოწვეული  ზარალის თავიდან ასაცილებლად. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და  შესაბამისად  მუშაობის მეთოდოლოგიებიც იცვლება. გამონაკლისი არც კვებისა და სასმელების ინდუსტრიაა. აუცილებელია მუდმივად შეთავაზოთ უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტები და ინოვაციური გადაწყვეტილებები. ”

კომპანია „Aroma Product“ – ის ახალი საწარმოო ხაზი დაფინანსებული იქნა EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მეშვეობით, წარმატებული ვერიფიკაციის პროცესის გავლის შემდეგ კომპანიამ ევროკავშირის მიერ  EU4Business ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული სესხის 15% გრანტის სახით უკან დაიბრუნა.

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის პროგრამა სამ ქვეყნაში მოქმედებს, მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებისთვის ახალ ბაზრების ათვისებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროებისა და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უფასო ტექნიკურ დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ გრანტს.