შპს „SRT“ – თხილის წარმოება

ქ. ზუგდიდში მდებარე კომპანია SRT 2012 წლიდან – თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, კომპანიამ თხილის ლაზერული დახარისხების  დანადგარები შეიძინა და დაამონტაჟა. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, შპს  SRT –იმ წარმატებით გაიარა  HACCP და ISO02200:2005 სერტიფიცირების პროცესები და ამჟამად მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. პროდუქტის ხარისხის ამაღლებას შედეგად მოყვა საექსპორტო ბაზრის გაფართოება და პროდუქციის გასაყიდი ფასის მატება. ინვესტიცია განხორციელებული იქნა  EU4Business- ის EBRD საკრედიტო ხაზის სანიტარული და ფიტოსანიტარული კომპონენტის ფარგლებში გამოყოფილი თანხით და პროექტის წარმატებით დანერგვის შემდეგ, კომპანიას გადაეცა კრედიტით მიღებული თანხის 15%  გრანტის სახით 45 000 ევროს მოცულობით.

განხორციელებული ინვესტიციები:

    • თხილის ლაზერული დახარისხების  დანადგარის შეძენა და მონტჟი – “NIMBUS 1200” Optical Sorter BSI

ინვესტიციის მოცულობა:

    • სესხის ოდნეობა: 300 000 ევრო
    • გრანტის მოცულობა: (15%): 45 000 ევრო

ვროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა:

    • ევროსაბჭოს რეგულაცია (EC) No 834/2007 – 2007 წლის 28 ივნისი – ბიოპროდუქტების წარმოება და მარკირების შესახებ, რომელიც აუქმებს რეგულაციებს – (EEC) No 2092/91 და  (EC) No 178/2002 და აწესებს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს, რომელიც დაწესებულია ევროპის სურსათის უვნებლობის მაკოორდინებელ ორგანოს მეირ სურსათის უვნებლობის საკითხებში.
    • რეგულაცია 2023/2006  წარმოების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ისეთ მასალებზე რომელთაც შეხევბა აქვთ  საკვებთან
    • 2014/30 / EU დირექტივა დაბალი ძაბვის მქონე ელექტრო მოწყობილობებზე;
    • 2006/42 / EC დირექტივა მანქანა დანადგარების შესახებ (დანართი II);
    • 2006/25 / EC  დირექტივა ხელოვნური ოპტიკურ-რადიაციული დანადგარების შესახებ (ლაზერული აპარატები)
    • 2013/59 EURATOM საბჭოს დირექტივა მაიონირებელი გამოსხივების უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ
Cookie Consent with Real Cookie Banner