შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა”

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა” 2014 წლის 27 ივლისს შეიქმნა ქუთაისის ყოფილი ავტომექანიკური ქარხნის ბაზაზე.  ამჟამად მექანიკური და მეტალის ჩამოსასხმელი ქარხნები -მეტალის გადამამუშავებელ სამუშაოებს და მეტალის სხვადასხვა ზომის ნაწილების ჩამოსხმას ემსახურება.  კერძოდ, კომპანია უშვებს სხვადასხვა ტიპის ლითონპროდუქტების, როგორიცაა: სამთო და სამრეცხაო კალათები, ვაგონები, საკაბელო მანქანები, კონვეიერები, სამუხრუჭე მილები, სარკინიგზო ვაგონების ბეჭდები, სარქველები და სათადარიგო ნაწილები ცემენტის ქარხნებისა და სხვადასხვა დანადგარებისათვის. კომპანიამ აიღო EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის სესხი და განხორციელა ინვესტიცია თანამედროვე საწარმოო დანადგარების – მეტალების ქიმიური ანალიზის სპექტრომეტრი, დისკების სახეხი მანქანა და ანალიტიკური სასწორების – შეძენასა და დამონტაჟებაში. გახორცილებულმა ინვესტიციებმა შესაძლებელი გახადა წრმოებული  პროდუქციის ზრდა და შრომის უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება. პროექტის დამატებითი თანმხლები ეფექტი გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვანი შემცირებაა. ახალი საწარმოო ხაზი ევროპულ რეგულაციებს შეესაბამება და სრულად ოპტიმიზირებულია ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან. პროექტის დანერგვის გადამოწმების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მიიღო სესხის მოცულობის 15%-იანი გრანტი ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

განხორციელებული ინვესტიცია:

  • მეტალების ქიმიური ანალიზის სპექტრომეტრი
  • სახეხი დანადგარი, მტვრის კოლექტორით
  • Newton LS სერიის ანალიტიკური სასწორები;

სესხი და გრანტი:

  • სესხის მოცულობა: 484,848.11 ევრო
  • გრანტის მოცულობა (15%) 72,648.56 ევრო

ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა

დამატებითი სარგებელი:

  • პირველადი ენერგიის მოხმარების შემცირება – 967MWh/წელიწადში
  • GHG ემისიის შემცირება: 108 ტონა CO2/წელიწადში
  • პროექტი პირველადი ენერგიის საშუალოდ4%-ით მოხმარების შემცირებას იძლევა, საბაზო მაჩვენებელთან შედარებით

ენერგია და გარემოს დაცვის დირექტივები:

  • ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა 2012/27/EU
    ენერგოეფექტურობის შესახებ
  • დირექტივა 2006/12/EC – ნარჩენების შესახებ.
  • დირექტივა 91/689/EEC – სახიფათო ნარჩენების შესახებ
Cookie Consent with Real Cookie Banner