შპს „კავკასპეკი“ ინვესტირებას ახორციელებს შესაფუთი მასალების ეკო–მეგობრულ წარმოებაში

შპს „კავკასპეკი“ შესაფუთი მასალების წარმოებაში სპეციალიზირებული კომპანიაა. ობიექტის მოდრენიზებისა და მომგებიანობის გაზრდის მიზნით მათ განახორციელეს ინვესტირება ახალი საწარმოო დანადგარების და დამხმარე სისტემების შესაძენაში, რაც უმაღლესი ხარისხის ეკო–მეგობრული შესაფუთი მასალების წარმოების საშუალებას იძლევა. (მოიცავს ბიო–პეტს, რომელიც დეგრადირდება უფრო სწრაფად ვიდრე სტანდარტული პლასტიკატის შეფუთვები.) ინვესტიციის შედეგად კომპანიამ ასევე აამაღლა შრომის უსაფრთხოების და ეკო სტანდარტები რის შედეგადაც დღესდღეისობით მათი წარმოება სრულად შეესაბამება ევრო სტანდარტებს. ინვესტიცია EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მიერ გამოყოფილი სესხით განხორციელდა და პროექტის გადამოწმების შემდეგ, კომპანიამ ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული გრანტის სახით სესხის თანხის 15% უკან დაიბრუნა.

განხორციელებული ინვესტიციები:

    • TM-800/4n FPCS – პოლიეთილენის თერმოფორმირების ხაზი
    • 12 CVT კვერცხის მუყაოს ყუთების თერმოფორმულირების ყალიბი
    • დამხმარე სისტემები (კომპრესორი, ჩილერის სისტემა და სხვა)

ინვესტიციების მოცულობა:

    • სესხის თანხა: 451,359.66 ევრო
    • მიღებული გრანტი (15%): 67,703.95 ევრო

თანხვედრა ევროკავშირის დირექტივებთან:

    • 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/35 / EU წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის დირექტივა – ძაბვის განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში მომუშავე ელექტრო მოწყობილობების ბაზარზე ხელმისაწვდომობის შესახებ
    • 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/30 / EU წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის დირექტივა – ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ
    • 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) No 1005/2009 ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ
    • 2006/42 / EC დირექტივა მანქანა / დანადგარების შესახებ და დამატებითი 95/16 / EC დირექტივა
Cookie Consent with Real Cookie Banner