შპს ავაზა

შპს “Avaza” ახლად ჩამოყალიბებული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების მქონე ქაღალდის პროდუქციას აწარმოებს: ჰიგიენური, შესაფუთი ქაღალდი, მუყაო და სხვა.  კომპანიამ აიღო EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის სესხი და განხორციელ ინვესტიცია ავტომატიზირებული საწარმოო ხაზის შეძენა-დამონტაჟებაში, საწარმოო შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სარემონტო სამუშაოებში. გახორცილებულმა ინვესტიციებმა შესაძლებელი გახადა პროდუქციის წარმოების გაზრდა და შრომის უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება. პროექტის დამატებითი თანმხლები ეფექტი გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვანი შემცირებაა. ახალი საწარმოო ხაზი ევროპულ რეგულაციებს შეესაბამება და სრულად ოპტიმიზირებულია ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან. უფრო მეტიც, გამოყენებულ ქაღალდის ხელმეორედ გადამუშავების საშუალებას იძლევა, რითაც მცირდება საწარმოო ნარჩენების რაოდენობა ნაგავსაყრელებში.  პროექტის დანერგვის გადამოწმების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მიიღო სესხის მოცულობის 15%-იანი გრანტი ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

განხორციელებული ინვესტიცია:

  • ახალი, ორფერიანი და 2 შრიანი ხელსაწმენდების საწარმოო ხაზის შესყიდვა და მონტაჟი
  • საწარმოო შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები

სესხი და გრანტი:

  • სესხის მოცულობა – 65,928 ევრო
  • გრანტი (15%) – 9889.20 ევრო

დამატებითი სარგებელი:

  • პირველადი ენერგიის მოხმარების შემცირება – 7MWh/წელიწადში
  • GHG ემისიის შემცირება: 1 ტონა CO2/წელიწადში
  • პროექტი პირველადი ენერგიის 20.6%-ით მოხმარების შემცირებას იძლევა, საბაზო მაჩვენებელთან შედარებით

თანხვედრა ევროკავშირის დირექტივებთან

ინდუსტრიის სექტორის სპეციფიური დირექტივები:

  • ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 16 მაისის დირექტივა 2006/42/ECდანადგარების შესახებ და დამატებითი დირექტივა 95/16/EC
  • წევრ სახელმწიფოებს შორის ელექტრომაგნიტური თავსებადობის კანონის ჰარმონიზაციის შესახებ.

  • ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/30/EC

ენერგია და გარემოს დაცვის დირექტივები:

  • ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/35/EC
  • წევრ სახელმწიფოებს შორის ბაზარზე ელექტრო დანადგარების დაშვების შესახებ, რომლებიც ძაბვის განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში მუშაობენ.

  • დირექტივა 2006/12/EC – ნარჩენების შესახებ.
Cookie Consent with Real Cookie Banner