GT Group-ი კომერციული

GT Group-ი კომერციული, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დისტრიბუტორია საქართველოში. ასევე, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილების სარემონტო და ტექნიკურ მომსახურებას. EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მეშვეობით განხორციელებული ინვესტიციით კომპანიამ ააშენა მაღალი დონის სასაწყობე ფართი და ტექნიკური მომსახურების სერვის ცენტრი რომელიც სრულად შეესაბამება ევრო სტანდარტებს. ინვესტიციის შედეგად კომპანიამ მკვეთრად გააუმჯობესა მიწოდებული სერვისის ხარისხი რითაც აამაღლა თავისი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე. ახლად დამონტაჯებული საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემების მეშვეობით კომპანიამ შეამცირა დამაბინძურებელი მასალების ზემოქმედება გარემოზე, ხოლო გაუმჯობესებული შრომის უსაფრთხოების ნორმების მეშვეობით გაიზარდა მოტივაცია თანამშრომლებს შორის. ინვესტიცია EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მიერ გამოყოფილი სესხით განხორციელდა და პროექტის გადამოწმების შემდეგ, კომპანიამ ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული გრანტის სახით სესხის თანხის 15% უკან დაიბრუნა.

განხორციელებული ინვესტიციები:

  •  სასაწყობე ფართი, სერვის ცენტრი, საკანალიზაციო და სადრენაჯო სისტემების მოწყობა

ინვესტიციების მოცულობა:

  •  სესხის თანხა: 1,025,918 ევრო

თანხვედრა ევროკავშირის დირექტივებთან:

• 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/35 / EU წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის დირექტივა – ძაბვის განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში მომუშავე ელექტრო მოწყობილობების ბაზარზე ხელმისაწვდომობის შესახებ • 2006/42 / EC დირექტივა მანქანა / დანადგარების შესახებ და დამატებითი 95/16 / EC დირექტივა • 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/30 / EU წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის დირექტივა – ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ • 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) № 1005/2009 ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ • 2006/12 / EC დირექტივა ნარჩენების და დირექტივა 91/689 /სახიფათო ნარჩენების შესახებ

ტრანს-ალიანსი – საერთაშორისო გადაზიდვები

ტრანს-ალიანსი – საერთაშორისო გადაზიდვები შპს “ტრანს-ალიანს ფოთი” დაფუძნდა 1998 წლის 17 აპრილს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფოთის საზღვაო პორტიდან  საქონლის სომხეთში ტრანსპორტირება. გადასაზიდი პროდუქცია ძირითადად საკვები

დამატებითი საინფორმაციო მასალა

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა”

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა” შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა” 2014 წლის 27 ივლისს შეიქმნა ქუთაისის ყოფილი ავტომექანიკური ქარხნის ბაზაზე.  ამჟამად მექანიკური და მეტალის ჩამოსასხმელი ქარხნები -მეტალის

დამატებითი საინფორმაციო მასალა

შპს ავაზა

შპს ავაზა – გადამუშავებული ქაღალდის პროდუქციის წარმოება შპს “Avaza” ახლად ჩამოყალიბებული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების მქონე ქაღალდის პროდუქციას აწარმოებს: ჰიგიენური, შესაფუთი ქაღალდი, მუყაო და სხვა.

დამატებითი საინფორმაციო მასალა