EU4Business-EBRDის საკრედიტო ხაზის მეშვეობით შპს “GCG”-იმ შეძლო ინვესტიცია განეხორციელებინა ახალი ასფალტის ქარხნის შეძენასა და დამონტაჟებაში, ელექტრო მოწყობილობების განახლებასა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის დამონტაჟებაში. ასევე  პროექტის ფარგლებში აღებული სესხისა და ტექნიკური დახმარების შედეგად კომპანიამ გააუმჯობესა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტები. კერძოდ, კომპანიამ შეიძინა დაცვის ინდივიდუალური საშუალებები ქარხნის ოპერატორებისათვის, ჩაატარა შესაბამისი სწავლება და ტესტირება თანამშრომლებისათვის. ასევე ჩატარდა რისკის შეფასება და მოხდა ადგილის ინსპექტირება ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ინსტალაციის უზრუნველსაყოფად. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კომპანიამ შეამცირა სამუშაო ადგილზე საფრთხე და ჰაერის დაბინძურება, ხოლო ამავდროულად აამაღლა წარმოებული პროდუქტის ხარისხი. დღეს შპს “GCG” ერთ-ერთი ასფალტის მწარმოებელი ქარხანაა ევროპაში,  რომელიც მოწყობილია გარემისდაცვითი ნორმებისა და სატანდარტების გათვალისწინებით.

განხორციელებული ინვესტიციები:

  • ასფალტის ქარხანა
  • ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა
  • ტექნიკური და სასმელი წყლით მომარაგება
  • შრომის უსასფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება
  •  

ინვესტიციების მოცულობა:

  • სესხის ოდენობა – 820 000 ევრო
  • გრანტის მოცულობა (15%) – 123 000 ევრო
  •  

ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა:

  • საბჭოს დირექტივა 96/62 / EC – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მონიტორინგის შესახებ (ჰაერის ხარისხის ჩარჩო დირექტივა).
  • დირექტივა 2010/75 / EU – ინდუსტრიულ ემისიებზე (დაბინძურების ინტეგრირებული პრევენცია და კონტროლი).
  • რეგულაცია (EU) No 305/2011- სამშენებლო პროდუქციის შესყიდვის ჰარმონიზებული პირობების ჩამოყალიბება – შესწორებული საბჭოს დირექტივა 89/106 / EEC..
  • დირექტივა 2014/35 / EU –  წევრი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ძაბვის განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში მომუშავე ელექტრომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს.
  •  

ტრანს-ალიანსი – საერთაშორისო გადაზიდვები

ტრანს-ალიანსი – საერთაშორისო გადაზიდვები შპს “ტრანს-ალიანს ფოთი” დაფუძნდა 1998 წლის 17 აპრილს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფოთის საზღვაო პორტიდან  საქონლის სომხეთში ტრანსპორტირება. გადასაზიდი პროდუქცია ძირითადად საკვები

დამატებითი საინფორმაციო მასალა

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა”

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა” შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა” 2014 წლის 27 ივლისს შეიქმნა ქუთაისის ყოფილი ავტომექანიკური ქარხნის ბაზაზე.  ამჟამად მექანიკური და მეტალის ჩამოსასხმელი ქარხნები -მეტალის

დამატებითი საინფორმაციო მასალა

შპს ავაზა

შპს ავაზა – გადამუშავებული ქაღალდის პროდუქციის წარმოება შპს “Avaza” ახლად ჩამოყალიბებული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების მქონე ქაღალდის პროდუქციას აწარმოებს: ჰიგიენური, შესაფუთი ქაღალდი, მუყაო და სხვა.

დამატებითი საინფორმაციო მასალა