შპს „ქლინ გლობალ ინვესტმენტი“– სამკურნალო ბალახეულის ინდუსტრიის აღორძინება ინოვაციური და თანამედროვე დამუშავების ტექნოლოგიებით

საქართველოს მთიანეთის სოფელში მდებარე შპს „ქლინ გლობალ ინვესტმენტი“ — თანამედროვე ბალახეულის გადამამუშავებელი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სოფლის მეურნეობისა და ფარმაციის მრავალწლიან გამოცდილებას. 2022 წელს დაარსებული კომპანია ამუშავებს სამკურნალო მცენარეებსა და სანელებლებს, მათ შორის თირკმელას, თიმიანს, როზმარინსა და ვალერიანას, ფარმაცევტული და საკვები ინდუსტრიებისთვის. „ქლინ გლობალ ინვესტმენტმა“, საქართველოს ბუნებრივი რესურსების და ევროპული სტანდარტების შერწყმით, 2023–2024 წლებში ააშენა თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა და 2025-ში დაიწყო საქმიანობა. კომპანია თანამშრომლობს მეზობელ სოფლებთან, უზრუნველყოფს 40–50 ადამიანის დასაქმებას და ხელს უწყობს მცირე სოფლის ეკონომიკურ განვითარებას. სუფთა და მაღალი ხარისხის ბალახეულზე მზარდი საერთაშორისო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შპს „ქლინ გლობალ ინვესტმენტმა“ შეიძინა ახალი წარმოების ხაზი — მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობისკენ. ახალი ტექნოლოგია მოიცავს ბალახების გასარეცხ, საშრობ, დასაკეპ და დასახარისხებელ დანადგარების სრულ ციკლს. EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის მხარდაჭერით, „ქლინ გლობალ ინვესტმენტმა“ გააუმჯობესა ტექნოლოგიური შესაძლებლობები და წარმოების ეფექტიანობა. პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, კომპანიამ დაიბრუნა სესხის 10% საინვესტიციო სტიმულის სახით რომელიც დაფინანსებულ იქნა ევროკავშირის მიერ. ინვესტიცია სრულად დადასტურდა, როგორც გარემოსდაცვითად და ოპერაციულად უსაფრთხო, რაც კომპანიის ერთგულებას ადასტურებს მდგრადობის, პროდუქციის ხარისხისა და სოფლის განვითარების მიმართ. EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, „ქლინ გლობალ ინვესტმენტმა“:

  • განაახლა წარმოება თანამედროვე და ეფექტიანი დანადგარებით
  • გააუმჯობესა პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის მკაცრ სტანდარტებთან შესაბამისად
  • გაზარდა ექსპორტის პოტენციალი ევროპის ბაზრებზე, მათ შორის გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში
  • შექმნა შემოსავლის წყარო ათობით სოფლის ოჯახისთვის
სესხის მოცულება€ 93,547.36

გრანტის ოდენობა

€ 9,354.74

განხორციელებული

ინვესტიცია

ბალახეულის გასარეცხი, საშრობი, სასწორი და გადამამუშავებელი დანადგარები

ევროკავშირის

დირექტივებთან

თანხვედრა

დაბალი ძაბვისა და ელექტრომაგნიტური თავსებადობის სტანდარტები.

ენერგიის დაზოგვა:

სასათბურე გაზების

შემცირება

32.25 MWh/წ

2.22 t CO2/წ