შპს Nutrimax Pet Food – ცხოველთასაკვებისწარმოებისინოვაციურიგანვითარება EU4Business-EBRD-ისმხარდაჭერით

Nutrimax Pet Food შპს არის გარდაბანში მდებარე ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ცხოველთა საკვებს ადგილობრივი და რეგიონული ბაზრებისთვის. კომპანიის მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, ჯანსაღი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია. ცხოველთა საკვების მიმართ მზარდი მოთხოვნის ფონზე, Nutrimax-მა გადაწყვიტა წარმოების გაფართოება, ტექნოლოგიური განახლება და მეტი ენერგოეფექტიანობის მიღწევა.
წარმოების ზრდისა და ეკოლოგიური სტანდარტების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი იყო თანამედროვე დანადგარებისა და ინფრასტრუქტურის შეძენა. თუმცა, ასეთი ინვესტიციები მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებას მოითხოვდა, რაც რთული იყო კომპანიისთვის ყოველდღიური ოპერაციების შეფერხების გარეშე.
ამ გამოწვევის გადასალახად, Nutrimax-მა ისარგებლა EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზით — პროგრამით, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოთა ტექნოლოგიურ განახლებას, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და მდგრად განვითარებას. Nutrimax-მა პროგრამაში მონაწილეობა ხუთჯერ მიიღო და თითოეულ ეტაპზე შეძლო საწარმოო პროცესის გაუმჯობესება: განხორციელდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, დააინსტალირდა მზის პანელები და შემცირდა როგორც ენერგოხარჯები, ასევე გარემოზე მავნე ზემოქმედება.
ყოველი წარმატებით დასრულებული პროექტის შემდეგ, კომპანიამ მიიღო 10%-იანი საინვესტიციო წახალისება ევროკავშირის დაფინანსებით, რაც დაეხმარა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და შემდგომი განვითარებისთვის რესურსების მობილიზებაში.

სესხის თანხა: | € 482,400 |
საინვესტიციო წახალისება: | € 48,239 |
ინვესტიცია განხორციელდა: | ცხოველთა საკვების დამამუშავებელი დანადგარები მზის პანელები |
ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობა: | პროდუქტის ხარისხი და უსაფრთხოება შრომის უსაფრთხოება გარემოს დაცვა |
ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობა: |
483.9 MWh/წ
33.38 t CO2/წ |