დასავლეთ საქართველო ს მაღალმთიან რეგიონში მდებარე შპს “Geo Flower” 2007 წლიდან ხილის ჩირს და სამკურნალო მცენარეებს აწარმოებს , რომელიც გამოიყენება სხვადსახვვა არომატული ჩაის საწარმოებლად ევროპის ქვეყნებში . პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით , კომპანიამ ინვესტიცია განახორციელა ხილისა და მცენარეების საშრობი დანადგარის ასევე , სარეცხი , საჭრელი , ქაფით სარეცხი და ფოთლების დასამუშავებელი აპარატურის შესყიდვასა და მონტაჟში ; გარდა ამისა , კომპანიამ ააშენა ახალი საწარმოო ნაგებობა , სასწავლო ცენტრი და ნედლეულის საწყობი . განხორციელებულმა პროექტმა კომპანიას საშუალება მისცა დაენერგა ბიოპროდუქციის მწარმოებლის Caucas c ertis, ISO 22000:2005 და HACCP – ის სტნდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები . დღეისათვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია სრულ შესაბამისობაშია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან . პროდუქციის გაუმჯობესებულმა ხარისხმა შესაძლებელი გახადა პროდუქციის გასაყიდი ფასის ამაღლება და საერთაშორისო კლიენტების ბაზის გაფართოება . ინვესტიცია განხორციელდა EU4Business – EBRD – ის საკრედიტო ხაზის სესხით . პროექტის წარმატებით დანერგვის შემდეგ კომპანიას გრანტის სახით უკან დაუბრუნდა კრედიტით მიღებული თანხის 15% – 19 335 ევრო.

ინვესტიციის მოცულობა :

  • ხილის საშრობი დანადგარი
  • ხილის სარეცხი და დასაპრესი დანადგარი
  • საწარმოო ნაგებობა , სასწავლო ცენტრი და ნედლეულის საწყობი
     

ინვესტიციის მოცულობა :

  • სესხის მოცულობა : 129,147.25 ევრო
  • გრანტი ს მოცულობა (15%): 19,335.66

ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა

  • 2007 წლის 28 ივნისის ევროსაბჭოს რეგულაცია (EC) # 834/2007 ორგანული პროდუქციის წარმოების და ეტიკეტირების შესახებ . (EEC) No 2092/91 ცვლილებით .
  • (EC) No 178/2002 და აწესებს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს , რომელიც დაწესებულია ევროპის სურსათის უვნებლობის მაკოორდინებელ ორგანოს მეირ სურსათის უვნ ებლობის საკითხებში .
  • რეგულაცია 2023/2006 წარმოების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ისეთ მასალებზე რომელთაც შეხევბა აქვთ საკვებთან .
  •  

ყავის კაფსულების უნიკალური მრავალფეროვნება, მორგებული ნებისმიერ გემოვნებასა და შემთხვევაზე

ყავის კაფსულების უნიკალური მრავალფეროვნება, მორგებული ნებისმიერ გემოვნებასა და შემთხვევაზე სესხის  ოდენობა € 2,940,506.26 გრანტის თანხა: € 441,075.94 ინვესტიცია თანამედროვე საწარმოო შენობა და ყავის ევროკავშირის დირექტივებთან

დამატებითი საინფორმაციო მასალა

შპს კავკას მეტალი

შპს კავკას მეტალი სესხის  ოდენობა: € 494,902 გრანტის თანხა: € 74,235 ინვესტიცია ორი ახალი საწარმოო შენობის მშენებლობა და თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა და დამონტაჟება. ევროკავშირის დირექტივებთან

დამატებითი საინფორმაციო მასალა

თბილისის გულში მდებარე ახალი სასტუმრო უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს

თბილისის გულში მდებარე ახალი სასტუმრო უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს სესხი: € 3 მილიონი გრანტი € 450,000 (15%) დირექტივები: სასტუმროს მართვა, სახიფათო ნარჩენების მართვა, ენერგო-ექფექტურობა ინვესტიცია: სასტუმროს

დამატებითი საინფორმაციო მასალა