შპს “საქინვესტმა” ევროკავშირის EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის სესხის დახმარებით ცივი შენახვის შენობის რეკონსტრუქცია მოახდინა. შეიცვალა სენდვიჩის პანელები, კარები და მაცივრებისთვის საჭირო აქსესუარები. პროექტის ფარგლებში კომპანიამ ასევე დაამონტაჟა ახალი ჩასატვირთი ბაზები, ტამბური, განაახლა ადმინისტრაციული ოფისი და ოფისთან მისასვლელი გზა. აღნიშნული ინვესტიციით კომპანიამ აიმაღლა გარემოს დაცვის სტანდარტები მოხმარებული ენერგიის მნიშვნელოვნად დაზოგვისა და წყლის დრენაჟის შემცირების ხარჯზე. ასევე, მოხდა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროფესიული სტანდარტების ახალ დონეზე აყვანა. ახალი დანადგარები სრულად შეესაბამება ევროკავშირის EU ODS სტანდარტებს. განხორციელებული პროექტის გადამოწმების შემდეგ კომპანიას გრანტის სახით კრედიტის სრული მოცულობის 15% -ის შესაბამისი თანხა გადაეცა.

განხორციელებული ინვესტიცია:

  • ცივი შენახვის შენობის რეკონსტრუქცია
  • სენდვიჩპანელებიკარები და აქსესუარები მაცივრებისთვისტამბური
  • დმინისტრაციული ოფისის შენობის და ოფისთან მისასვლელი გზის რეკონსტრუქცია
  •  

ინვესტიციის მოცულობა:

  • კრედიტის საერთო თანხა: EUR 643,744
  • მიღებული გრანტი (15%): EUR 96,562

ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრა:

  • ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 17 მაისის დირექტივა 2006/42 / EC დანადგარების შესახებ, და 95/16 / EC დამატებითი დირექტივა;
  •  ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის დირექტივა 2009/125 / EC ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული პროდუქტებისათვის შექმნილი ეკოდიზაინის მოთხოვნების სამუშაოების ნუსხა (EEA შესაბამისობის ტექსტით);
  • ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 16 სექტემბრის რეგულაცია
  • (EC) № 1005/2009 ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების გამოყოფის შესახებ,(EEA-ს შესაბამისი ტექსტი);
  •  

ყავის კაფსულების უნიკალური მრავალფეროვნება, მორგებული ნებისმიერ გემოვნებასა და შემთხვევაზე

ყავის კაფსულების უნიკალური მრავალფეროვნება, მორგებული ნებისმიერ გემოვნებასა და შემთხვევაზე სესხის  ოდენობა € 2,940,506.26 გრანტის თანხა: € 441,075.94 ინვესტიცია თანამედროვე საწარმოო შენობა და ყავის ევროკავშირის დირექტივებთან

Read More »

შპს კავკას მეტალი

შპს კავკას მეტალი სესხის  ოდენობა: € 494,902 გრანტის თანხა: € 74,235 ინვესტიცია ორი ახალი საწარმოო შენობის მშენებლობა და თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა და დამონტაჟება. ევროკავშირის დირექტივებთან

Read More »

თბილისის გულში მდებარე ახალი სასტუმრო უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს

თბილისის გულში მდებარე ახალი სასტუმრო უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს სესხი: € 3 მილიონი გრანტი € 450,000 (15%) დირექტივები: სასტუმროს მართვა, სახიფათო ნარჩენების მართვა, ენერგო-ექფექტურობა ინვესტიცია: სასტუმროს

Read More »