შპს "ერთობა" ცივი საწყობების მოდერნიზაციას ახდენს

შპს “ერთობა” თბილისის ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული საწყობებისა და ოფისების მართვას ახორციელებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ცივი შენახვის ხარისხიანი საწყობების ნაკლებობაა, კომპანიამ ცივი შენახვის ობიექტების მოდერნიზება განახორციელა. საქართველოში საკვების (ხილის ბოსნეულის და სხვა პროდუქტების) მწარმოებელთათვის, რომელბიც თავინთი პროდუქციის გასაღების ბაზრად მიიჩნევენ ევროპულ ქვეყნებს, მნიშვნელოვანია უწყვეტი სამაცივრე მეურნეობების მომსახურეობის არსებობა, რაზეც მთლიანად არის დამოკიდებული მათი საქმიანობა. დღეის მდგომარეობით საქართველოში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცივი შენახვის ობიექტების ხელმისაწვდომობას დ ა მათ შეუფერხებელ მუშაობას. კომპანია „ერთობა“ პროექტის განხორციელების შემდეგ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს . „ერთობის“ მიერ ინვესტირებული თანხები ახალი, იზოლირებული კამერებისა და გაგრილების დანადგარების შეძენასა და დამონტაჟებას მოხმარდა. ინვესტიციები EU4Business-EBRD -ის საკრედიტო ხაზის მიერ გამოყოფილი სესხით განხორციელდა, რომელიც წინასწარ განსაზღვრული, სტანდარტული ტექნოლოგიებისთვის განკუთვნილი გამარტივებული LET პროცესის გავლის შემდეგ დამტკიცდა. გარდა უმაღლესი ხარისხის ცივი შენახვის ობიექტებისა, კომპანიის მიერ განხორციელებულმა პროექტმა საგრძნობლად შეამცირა ელექტრო ენერგიის მოხმარება და ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების გამოყოფა ატმოსფეროში. პროექტის გადამოწმების შემდეგ, კომპანიამ ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული გრანტის სახით სესხის თანხის 10% მიიღო.

განხორციელებული ინვესტიციები:

  • ცივი საწყობები

ინვესტიციების მოცულობა:

  • სესხის თანხა – 80,600
  • ევრომიღებული გრანტი (10%) – 8,060 ევრო

თანხვედრა ევროკავშირის დირექტივებთან:

  1. 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) № 1005/2009 ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ
  2. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის დირექტივა 2009/125 / EC ენერგოდაზოგვის პროდუქტებზე ეკოდიზაინის მოთხოვნების დანერგვის შესახებ
  3. 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/35 / EU წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის დირექტივა – ძაბვის განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში მომუშავე ელექტრო მოწყობილობების ბაზარზე ხელმისაწვდომობის შესახებ
  4. 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/30 / EUწევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის დირექტივა – ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ

ტრანს-ალიანსი – საერთაშორისო გადაზიდვები

ტრანს-ალიანსი – საერთაშორისო გადაზიდვები შპს “ტრანს-ალიანს ფოთი” დაფუძნდა 1998 წლის 17 აპრილს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფოთის საზღვაო პორტიდან  საქონლის სომხეთში ტრანსპორტირება. გადასაზიდი პროდუქცია ძირითადად საკვები

დამატებითი საინფორმაციო მასალა

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა”

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა” შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა” 2014 წლის 27 ივლისს შეიქმნა ქუთაისის ყოფილი ავტომექანიკური ქარხნის ბაზაზე.  ამჟამად მექანიკური და მეტალის ჩამოსასხმელი ქარხნები -მეტალის

დამატებითი საინფორმაციო მასალა

შპს ავაზა

შპს ავაზა – გადამუშავებული ქაღალდის პროდუქციის წარმოება შპს “Avaza” ახლად ჩამოყალიბებული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების მქონე ქაღალდის პროდუქციას აწარმოებს: ჰიგიენური, შესაფუთი ქაღალდი, მუყაო და სხვა.

დამატებითი საინფორმაციო მასალა