ყვარლის ტბა

სესხი:

€ 1,670,712

 გრანტი:

€ 250,607

ევროკავშირის დირექტივებთან

 

რეგულაციები შენობების ენერგო უზრუნველყოფის და მოხმარების შესახებ

ინვესტირებული იქნა

 

შენობების განახლებასა და ახალი ავეჯით აღჭურვაში

ენერგიის დაზოგვა და GHG-ის შემცირება

1,178 MWh/y

182 tCO2/y

Energy Savings Ratio:  38%

შპს “ყვარლის ტბის კურორტი” (სასტუმრო და რესტორანი), რომლის მფლობელიც კომპანია m-Group -ია, 300 ჰექტარ ულამაზეს ბუნებრივ ლანდშაფტზეა გაშლილი, კახეთის შუაგულში, ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის მთების სამხრეთ კალთაზე. კომპანია m-Group-ი 2005 წელს დაარსდა და ამჟამად 6 სასტუმროსა და რესტორანს მართავს თბილისში და ყვარელში. თითოეული ობიექტი უნიკალური კონცეფციით გამოირჩევა და განსხვავებული ფასების სეგმენტების მომხმარებელზეა გათვლილი. m-Group -ი საქართველოს HoReCa სექტორის წამყვანი კომპანიაა, რომელმაც დსთ-ს ქვეყნებში პირველმა მიიღო ISO9001: 2000 და HACCP სერტიფიკაცია. კომპანია სრულად ათვითცნობიერებდა საკუთარ მისიას, რომელიც დასავლური სტანდარტების მიზნობრივ დანერგვაში, სოციალური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფასა და მომხმარებლებისთვის ინოვაციების მიწოდებაში გამოიხატებოდა. საინვესტიციო პროექტი შეიქმნა იმისათვის, რომ „ყვარლის ტბის კურორტი“ სრულ შესაბამისობაში ყოფილიყო საქართველოს რეგულაციებსა და ევროკავშირის მოქმედ დირექტივებთნ. პროექტი მოიცავდა: შენობების და ინტერიერის სტანდარტების ამაღლებას, ენერგიის მოხმარების მინიმუმამდე შემცირებას, სახანძრო დაცვის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების წესების ოპტიმიზაციას.

ინვესტიცია განხორციელებული იქნა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზით. პროექტმა შემოწმება წარმატებით გაირა და შპს “ყვარლის ტბა” ევროკავშირის EU4Business ინიციატივით დაფინანსებული სასესხო თანხის 15% უკანდაუბრუნდა გრანტის სახით.

ახლა კომპანია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის:

    • დირექტივა 2010/31 / EU, შენობების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ.
    • დირექტივა 2009/125 / EC, ეკო-დიზაინის ჩარჩო მოთხოვნები, ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ხელსაწყოების შესახებ
    • დირექტივა 2009/125 / EC, ეკო-დიზაინის ჩარჩო მოთხოვნები, ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ხელსაწყოების შესახებ
    • დირექტივა 2010/30 / EU ენერგიის და სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებული ხელსაწყოების ეტიკეტირებისა და ხმარების წესების მითითებების დაცვა
    • რეგულაცია (EC) No 1005/2009 ნივთიერებებისათვის, რომლებიც ოზონის შრის დაშლას იწვევენ. 
    • დირექტივა 2006/12 / EC ნარჩენების შესახებ