ტრანს-ალიანსი - საერთაშორისო გადაზიდვები

შპს “ტრანს-ალიანს ფოთი” დაფუძნდა 1998 წლის 17 აპრილს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფოთის საზღვაო პორტიდან  საქონლის სომხეთში ტრანსპორტირება. გადასაზიდი პროდუქცია ძირითადად საკვები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ამჟამად, კომპანიას 26 სატვირთო ავტომანქანას და 26 ნახევრად-მისაბმელს ფლობს. მომსახურების სფეროს გაზრდის მიზნით, კომპანიამ EU4Business-EBRD- ის საკრედიტო ხაზის სესხი აიღო, რომლითაც 6 ახალი სატვირთო ავტომანქანა და 6 ნახევრად – მისაბმელი შეიძინა. ახალად შეძენილი სატრანსპორტო საშუალებები ევროპული სტანდარტებისაა და სრულად შეესაბამება ენერგოეფექტურობის ნორმებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოს დაბინძურებას, განსაკუთრებით CO2- ის გამოყოფის საკითხში. პროექტის დანერგვის გადამოწმების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მიიღო სესხის მოცულობის 15%-იანი გრანტი ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

დამატებითი სარგებელი:

  • პირველადი ენერგიის მოხმარების შემცირება – 677MWh/წელიწადში
  • GHG ემისიის შემცირება: 217 ტონა CO2/წელიწადში

განხორციელებული ინვესტიციები:

  • 6 ახალი სატვირთო მანქანა (EURO 5)
  • 6 ახალი ნახევრად-მისაბმელი (BENALU production)

სესხი და გრანტი:

  • სესხის მოცულობა – 617,400 ევრო
  • გრანტის მოცულობა – 90,143,69 ევრო

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

თანხვედრა ევროკავშირის დირექტივებთან

ინდუსტრიის სექტორის სპეციფიური დირექტივები

  • დირექტივა 2007/46/EC  მოტორიანი ავტომანქანების, მისაბმელების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულების დამტკიცების შესახებ (ჩარჩო დირექტივა)
  • ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის  რეგულაცია (EC) № 661/2009 ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების, სისტემების და კომპონენტებისა უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ
  •  
  •  

ენერგია და გარემოს დაცვის დირექტივები:

  • დირექტივა 2006/12/EC – ნარჩენების შესახებ.
  • დირექტივა 91/689/EEC – სახიფათო ნარჩენების შესახებ.
  • დირექტივა 91/689/EEC – სახიფათო ნარჩენების შესახებ.