სასტუმრო Holiday Inn თელავი

სასტუმრო „თელავის” შენობაში, რომელიც თელავის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, საერთაშორისო ბრენდის „ჰოლიდეი ინის” სასტუმრო გაიხსნა. ძველი შენობა, სადაც სასტუმრო ჯერ კიდევ 1938 წლიდან ფუნქციონირებდა, რამდენიმე წლის წინ შეიძინა კერძო კომპანიამ და მისი რესტავრაცია საკუთარი სახსრებით დაიწყო. გასულ წელს სარემონტო სამუშაოებისთვის დამატებითი თანხები EU4Business-EBRD- ის საკრედიტო ხაზის პროგრამით იქნა მოზიდული. შენობების სარესტავრაციო – სარემონტო სამუშაოების უმეტესი ნაწილი, სასტუმროს ავეჯის, სახანძრო, ელექტრო და უსაფრთხოების დაცვის სისტემების შეძენა დაფინანსებული იქნა სწორედ ამ საკრედიტო ხაზის ფარგლებში. ასევე კომპანიამ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული უფასო ტექნიკური დახმარებაც და წარმატებული ვერიფიცირების პროცესის გავლის შემდეგ, გრანტის სახით უკან დაიბრუნა სესხის 15%, რომელიც დაფინანსებული იქნა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

განხორციელებული ინვესტიციები:

    • სასტუმროს არსებული შენობის რემონტი
    • სახანძრო, ელექტრო და უსაფრთხოების სისტემების და ავეჯის შეძენა და მონტაჟი

სესხი და გრანტი:

    • სესხის მოცულობა – 2,914,735.79 ევრო
    • გრანტის მოცულობა (15%) – 437,210 ევრო

თანხვედრა ევროკავშირის დირექტივებთან:

    • EEIG-EU სტანდარტები სასტუმროებისთვის
    • დირექტივა 2014/35 / EU – ძაბვის ლიმიტირებული მოხმარების ელექტრული მოწყობილობებისთვის,
    • ევროპარლამენტის 2016/425 რეგულაცია ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობის შესახებ
    • დირექტივა 2012/27 / EU ენერგოეფექტურობის შესახებ
    • დირექტივა 2008/98 / EC ნარჩენების მართვის შესახებ