სამშენებლო მასალების წარმოება

შპს დემეტრე & კომპანია”- (დაფუძნებული 2015 წელს) მის საკუთრებაში მყოფი 34,494მ 2 მიწის ნაკვეთზე ახალციხეში (საქართველო) მოზიდული ინვესტიციებით ააშენა თანამედროვე სამშენებლო მასალების საწარმო, რომელიც აერთიანებს ბეტონის მობილურ ქარხანას და წარმოების სტაციონარულ ხაზს. ასევე შეძენილი იქნა: ექსკავატორი (Volvo EC350DL), JCB ექსკავატორი /ჩამტვირთავი, ჰიდრავლიკური ჩაქუჩი, Hyundai-ის ფირმის ტვირთამწე და მობილური სამსხვრეველა. ახალი ქარხანა სრულად შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს და ISO სტანდარტებს. ინვესტიცია განხორციელებული იქნა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზით. რომლის პირობებით, კომპანიამ თანხის გარდა, საერთაშორისო ექსპერტეთა ჯგუფის უფასო ტექნიკური დახმარებასაც მოიცავდა. 

წარმატებული ვერიფიცირების პროცესის გავლის შემდეგ, კომპანიამ გრანტის სახით უკან დაიბრუნა სესხის 15%, რომელიც დაფინანსებული იქნა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

სესხი:

€ 1,641,731

გრანტი:

€ 226,834

EU დირექტივებთან თანხვედრა

რეგულაციები ენერგო ეფექტურობაზე

თანხა ინვესტირებული იქნა:

 

ბეტონის მობილურ საწარმოში, ექსკავატორებში , სამსხვრეველასა და ტვირთამწეში.

ახლა კომპანია სრულად აკმაყოფილებს მთელ რიგ ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის:

      • დირექტივა 2014/35 / EU, წევრი სახელმწიფოების კანონების ჰარმონიზაციის შესახებ, რომელიც ეხება ელექტრო ხელსაწყოების ბაზარზე გარკვეული ძაბვის საზღვრებში მომუშავე მოწყობილობების გამოყენებას.
      • დირექტივა 2014/35 / EU, რომელიც ეხება ელექტრო ხელსაწყოების ბაზარზე გარკვეული ძაბვის საზღვრებში მომუშავე მოწყობილობების გამოყენებას.
      • დირექტივა 2014/30 / EU წევრი სახელმწიფოების კანონების ჰარმონიზაციის შესახებ, ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ
      • დირექტივა 2006/42 / EC დანადგარების შესახებ და დამატებითი დირექტივა 95/16 / EC
      • დირექტივა 2007/46 / EC, ჩარჩო დირექტივა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების და სისტემების დაკომპონენტების და ცალკეული ტექნიკური ერთეულების დამტკიცებისთვის, განკუთვნილს ასეთი ტიპის მანქანებისთვის