კომპლექსური მიდგომა

კომპლექსური პროექტები შეიძლება დაფინანსდეს ერთი ან რამდენიმე კრედიტით, რომლის კუმულატიური მოცულობა არ აღემატება 3 მლნ ევროს.  საინვესტიციო პროექტი უნდა იყოს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტ უნარიანობის ამაღლებაზე მიმართული და ამასთანავე მიზნად უნდა ისახავდეს თანხვედრაში მოსლას ევროკავშირის ერთ ან მეტი დირექტივასთან: გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა, შრომის უსაფრთხოება, პროდუქციის ხარისხი და ა.შ. საინვესტიციო პროექტის შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ გრანტის სახით უკან დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ აღებული სესხის 15%.

კომპლექსური სესხები განკუთვნილი ნებისმიერ სექტორში მოღვაწე ბიზნესებისათვის (წარმოება, ტრანსპორტი, მომსახურება, და ა.შ), და განსაკუთრებით მათთვის:

  • ვისაც სურს ღირსეული კონკურენცია გაუწიონ უკეთ ჩამოყალიბებულ, უკეთესი ტექნიკით აღჭურვილ და უფრო გამოცდილ კონკურენტებს

  • დააკმაყოფილონ ევროკავშირის პროდუქტთან დაკავშირებული უფრო მკაცრი სტანდარტები

  • მათთვის ვისაც, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდართებთან დაახლოების პარალელურად სურს თავიანთვი თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება.

  • იქონიოს მეტად ენერგოეფექტური და ნაკლებ დამაბინძურებელი წარმოების ქარხნები და საწარმოო აღჭურვილობა და მიიღოს საწარმოო პრაქტიკა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის და საერთაშორისო გარემოსდაცვით კანონმდებლობას.

საგრანტო წახალისება

ტიპიური კომპლექსური ინვესტიციები

  • ახალი დანადგარები, საწარმოო ტექნიკა, საწარმოო ხაზები
  • ახალი ბოილერები, გაგრილების სისტემები, გასათბობი ტუმბოები
  • საწარმოო დანიშნულების შენობის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები
  • საწარმოო ხაზების და შენობების ინტეგრირებული სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები
  • სასაწყობე ნაგებობების, ცივი ოთახების და ასევე შიდა სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები
  • პროდუქტის შესაფუთი დანადგარები
  • სატვირთო მანქანები და მისაბმელები მიწის ამოსაღები ტექნიკა
  • მარცვლეულის შესანახი სისტემები, წისქვილები, ცხოველთა გამოსაკვები მცენარეები
  • მეცხოველეობისათვის განკუთვნილი ნაგებობები (ძროხა, ფრინველი, ქათამი და ა.შ)
  • ასპირაციული და მტვრის შესამცირებელი სისტემები
  • ნარჩენი წყლების გამწმენდი მცენარეები

განაცხადის შეტანის პროცედურა

განმცხადებელი ავსებს განაცხადის ფორმა – კომპლექსური პროექტები. შემდეგ, პროექტის კონსულტანტი ამოწმებს განაცხადის დასაშვებობას.

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ბანკის სტანდარტულ კრედიტუნარიანობის კრიტერიუმებს ამგვარი სესხისათვის, განმცხადებელი ხელს აწერს ‘ჩართულობის წერილს’

პროექტის კონსულტანტი ეხმარება განმცხადებელს საინვესტიციო გეგმის მომზადებაში. მას შემდეგ, რაც კონსულტანტი მიიღებს ყველა საჭირო ინფორმაციას განმცხადებლისგან, ინვესტიციის გეგმის მომზადებისათვის საჭიროა დაახლოებით 15-20 ? (საათი თუ დღე).

შევსებული განაცხადისა და საინვესტიციო გეგმის დასრულების შემდეგ, საქართველოს ბანკი განმცხადებელთან დებს სესხის ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს სესხის პირობებსა და რეკომენდაციებს

განმცხადებელი ასრულებს ინვესტირების პროექტს და პროექტის კონსულტანტს უგზავნის ‘შესაბამისობის დასტურის მოთხოვნის“ შევსებულ განაცხადს. პროექტის კონსულტანტი აღნიშნულ განაცხადსა და ინვესტიციის გეგმას გადაამისამართებს შემოწმებაზე პასუხისმგებელ კონსულტანტთან

შემოწმებაზე პასუხისმგებელ კონსულტანტი ადგილზე გადაამოწმებს პროექტის შესაბამისობას შეთანხმებულ პარამეტრებთან მიმართებაში.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე დაირიცხება საგრანტო წახალისება 15%-ის ოდენობით.

შესაბამისობის კრიტერიუმები

განცხადების ფორმები

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში სესხის მისაღებად განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ევროკავშირის დირექტივებს გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სფეროში მოცემულ ევროკავშირის პრიორიტეტულ დირექტივათა სიაში არსებულ ნორმებს

  • ევროკავშირის დირექტივას, რომელიც არ არის ევროკავშირის პრიორიტეტულ დირექტივათა სიაში, მაგრამ აღნიშნულია პროექტის კონსულტანტის მიერ.

  • არ უნდა სარგებლობდეს ევროკავშირის სხვა რაიმე გრანტით

  • განმცხადებლის მიერ მომზადებული უნდა იქნას საინვესტიციო გეგმის მაგვარი ფორმა საკრედიტო ხაზის კონსულტანტის რჩევების გათვალისწინებით.

  • ინდივიდუალური მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 მილიონ ევრომდე (კომპლექსურ პროექტებზე)

  • სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პროექტის საინვესტიციო ღირებულების 100%-ს (დღგ-ს გარეშე)

  • 15%იანი საგრანტო წახალისება ითვლება მხოლოდ იმ ხარჯებიდან გამომდინარე რომლებიც გაწეულ იქნა კომპანიასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორემბის შემდგომ.

  • თითოეული პროექტი, რომელმაც წარმატებით გიარა კონსულტანტის მიერ გადამოწმების პროცესი მიიღებას 15%-იან გრანტს.

კომპანიისთვის დასაშვები ნორმების მოთხოვნები

  • ინდ. მეწარმეებს, ინდ. მესაკუთრეებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელ კომპანიებს. (რომელთა თანამშრომლების რაოდენობა არ აღემატება 250 ადამიანს და წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროზე ნაკლებია). (ევროკავშირის რეკომენდაია 2003/361) რომელიც განსაზღვრავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის კრიტერიუმებს.) (http://ec.europa.eu/growth/smes/business-friendly-environment/sme-definition_en and http://ec.europa.eu/DocsRoom/documents/15582/attachments/1/translations)

  • ბიზნესი უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედებდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

  • ბიზნესის მინიმუმ 51% უნდა იყოს კერძო საკუთრებაში.

  • განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს პარტნიორი ფინანსური ორგანიზაციის საკრედიტო კრიტერიუმებს

  • კომპანია არ უნდა იყოს EBRD-ის იმ პირთა და ორგანიზაციათა სიაში, რომელთაც არა აქვთ დაშვება EBRD-ის დაფინანსებულ კონტრაქტებზე და ასევე დაფინანსების მიღებაზე.