ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრი „როგო“ COVID-19-ს ადაპტირებულია შეზღუდვებთან

Covid-19-ის პანდემიის დაწყებისთანავე, ვირუსთან ბრძოლის ყველაზე დიდი ტვირთი ექიმებსა

და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს დააწვა. მაშინ, როდესაც ბევრი სხვა სექტორი დისტანციური მუშაობის პირობებზე გადავიდა, ჯანდაცვის მუშაკებს ამის ფუფუნება არ ჰქონდათ. ნაცვლად ამისა, სამედიცინო სექტორმა რეაგირება მოახდინა გაცილებით უფრო მკაცრი ჰიგიენური მოთხოვნების დანერგვით და პირადი ეფექტურობის დონის ამაღლებით აღჭურვილობის, მასალებისა და ქცევის მეშვეობით. უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრი „როგო“ – სტომატოლოგიური კლინიკა საქართველოს ქალაქ ბათუმში.

სტომატოლოგია ყველაზე დიდი ზეგავლენის ქვეშ ექცევა, როდესაც საუბარია ჰაერწვეთოვანი

გზით გადამდებ ვირუსებსა და დაავადებებზე. სხვა ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც ასევე რისკის ქვეშ არიან, შეუძლიათ უფრო კარგად დაიცვან თავი, როდესაც პირბადე და ნიღაბი უკეთია ექიმსაც და პაციენტსაც. თუმცა, სტომატოლოგს მუშაობა უწევს უშუალოდ იქ, სადაც ყველაზე მეტად არის ვირუსი კონცენტრირებული. ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა მაღალი სიჩქარის ბორმანქანები, ულტრაბგერითი სკალერები და airflow სისტემები, რომელთა გამოყენებისას წარმოიქმნება წვეთები ან ჭავლი, ზრდის რისკს ექიმების, პერსონალისა და სხვა პაციენტებისთვის. სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, სტომატოლოგების მუშაობის მეთოდები საგრძნობლად შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც იყო პანდემიამდე.

ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრმა „როგო“, რომელიც არის EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის სესხისა და გრანტის ბენეფიციარი, დანერგა ძალიან მკაცრი ჰიგიენური რეგულაციები, რომლებიც ემსახურება პერსონალის დაცვას, ასევე პერსონალისა და პაციენტების გადაადგილების წესები. სტომატოლოგები და ჰიგიენისტები ახლა მუშაობენ მხოლოდ პირბადეებითა და ფარებით, ხალათებით, ხელთათმანით და ქუდით, რომლებიც დღეში რამდენჯერმე დეზინფიცირდება და/ან იცვლება. კლინიკის შესასვლელში განთავსებულია თერმოსქრინინგის აპარატი, ხოლო მიმღები გადაკეთდა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ვიზიტორებს შორის აუცილებელი უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრი „როგო“-ს განსაკუთრებული უპირატესობა სხვა სტომატოლოგიურ კლინიკებთან შედარებით მდგომარეობს ძირეული განახლების პროექტში ინვესტირების გადაწყვეტილებაში, რომელიც დაფინანსდა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის სესხით. პროექტის განხორციელება დაიწყო თითქმის ორი წლის წინ და ის დამტკიცდა 2021 წლის დასაწყისში. საინვესტიციო პროექტის ნაწილი მოიცავდა თანამედროვე სავენტილაციო სისტემის დამონტაჟებას. კარგი ვენტილაცია შენობებში COVID-19 შემცირების კარგი სტრატეგიაა. გარდა იმისა, რომ კლინიკა სთავაზობს თავის პაციენტებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს არსებულ პირობებში, კომპანიამ ასევე განახორციელა ინვესტიცია უახლესი ულტრა-თანამედროვე სტომატოლოგიური აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც აძლევს მას საშუალებას, უზრუნველყოს პაციენტებისთვის სტომატოლოგიური მკურნალობის მომსახურების უმაღლესი სტანდარტები. პროექტი დამტკიცდა პანდემიის დროს. გრანტი, რომელიც დაფინანსდა EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რა თქმა უნდა, დაეხმარა კომპანიას დამატებითი ჰიგიენური ზომების ხარჯების დაფარვაში.

სესხის თანხა

€ 900,443

გრანტის თანხა

€ 135,066

ინვესტიცია:

CE სერტიფიცირებული სტომატოლოგიური აღჭურვილობა. HVAC სისტემა, დიზელის გენერატორები

პირველადი ენერგოდანაზოგი

85.84 MWh/წ

GHG დანაზოგი

8.96 tCO2/წ

ენერგოდანაზოგის კოეფიციენტი

22%