2017 წლის 16 ივნისს გურჯაანის ნაყინის ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქარხნის მეპატრონე და მმართველი დირექტორი ბ-ნი გურამ ბერიკაშვილი,  ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბ-ნი იანოშ ჰერმანი და კახეთის გამგებელი ბ-ნი ირაკლი ქადაგიშვილი მასპინძლობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმო მრავალი წელია, ფუნქციონირებს, გახსნის ღონისძიება  EU4Business-EBRD-ის საწარმოთა მოდერნიზაციის საკრედიტო პროგრამით მიღებული ხაზის გაშვებას მიეძღვნა.

აღნიშნული ინვესტიცია გურჯაანის ნაყინის ქარხანას წარმოების,  პროდუქციის ხარისხის და თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ევროპული დირექტივების დაცვის საშუალებას მისცემს.

მას შემდეგ, რაც წარმოების ხაზი სრულად იქნება დამონტაჟებული, კომპანია ასევე მიიღებს ევროგაერთიანების მიერ გამოყოფილ გრანტს.

ევროკავშირის ელჩმა ქარხნის თანამშრომლებისადმი მიმართვაში ხაზი გაუსვა EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის პროგრამის ფართო შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ალბათ სატელევიზიო გადაცემებიდან ჰქონდათ ინფორმაცია გრანტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ, ამ საწარმოში პროექტი ხელშესახებ რეალობად იქცა.

გარდა გრანტისა და საკრედიტო ხაზისა, გურჯაანის ნაყინის ქარხანას ტექნიკურ მხარდაჭერას და კონსულტაციას გაუწევენ ინჟინერთა საერთაშორისო და ადგილობრივი გუნდები. აღნიშნული მხარდაჭერა უფასო იქნება კომპანიისთვის და ხარჯებს ევროკავშირი დაფარავს.

„ამ ქარხანაში ჩემი 30-წლიანი მუშაობის განმავლობაში პირველად მივიღეთ ასეთი უპრეცედენტოდ მაღალი დონის კონსულტაციები და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც EU4Business-EBRD Credit Line-ის კონტრაქტორი კომპანიის – D’Appolonia-ს ინჟინრებმა გაგვიწიეს“,- განაცხადა ბ-მა გურამ ბერიკაშვილმა.

EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც საკუთარი პროდუქციისა და წარმოების პროცესების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, გაუმჯობესებული ხარისხის პროდუქციისა და წარმოების მოცულობის გაზრდა სურთ.

პროგრამა მოიცავს კრედიტებს, რომლებიც ადგილობრივი პარტნიორი ბანკების მიერ გაიცემა, ასევე ევროკავშირის მიერ  დაფინანსებულ გრანტებსა და უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.eu4business-ebrdcreditline.ge, ან დაუკავშირდით

პროექტის ოფისს.

EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ ქართველი დაფნის ფოთლის მწარმოებლის კონკურენტუნარიანობას

EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ ქართველი დაფნის ფოთლის მწარმოებლის კონკურენტუნარიანობას მოკრძალებული დასაწყისი ყველაფერი ახალი იდეით და მცირე გამოცდილებით დაიწყო – ნედლეულის მიწოდება ხილისა და მწვანილის

Read More »

EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას საქართველოში.

EBRD და ევროკავშირი ხელს უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას საქართველოში. არაფერი არ არის არომატულ ხილზე უფრო გემრიელი, რომელიც მზიანი დღეების ასოციაციას იწვევს. საქართველოს გეოგრაფიული

Read More »

ევროკავშირის ელჩი საქართველოში EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მიერ დაფინანსებულ ასფალტის ქარხანას ესტუმრა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მიერ დაფინანსებულ ასფალტის ქარხანას ესტუმრა შპს „Indico,” გზის სამშენებლო კომპანია ასფალტის მწარმოებელი ქარხანა1996 წელს ქალაქ სენაკში დაარსდა და დღეისდღეისობით

Read More »