სტანდარტული მიდგომა

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია

ხშირად განმცხადებლის მიერ არჩეული ტექნოლოგია უკვე აკმაყოფილებს ევროკავშირის დირექტივებს. ამიტომ, ჩვენ შევქმენით უაღრესად მოქნილი პროგრამა – „LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია“ რომელიც მოიცავს რამოდენიმე ათას უკვე დამტკიცებულ საწარმოო აღჭურვილობას. ეს მარტივი მიდგომა მორგებულია კონკრეტულად იმ კომპანიებისათვის რომლებსაც სურთ შეიძინონ 300,000 ევრომდე ღირებულების მქონე დანადგარი.  შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ გრანტის სახით უკან დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ აღებული სესხის 10%. „LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია“ მოიცავს შემდეგ საწარმოო აღჭურვილობას.

  • სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობა
  • სამშენებლო აღჭურვილობა
  • სამშენებლო მძიმე ტექნიკა
  • საკვები აღჭურვილობა
  • გათბობა/გაგრილების სისტემები
  • ლაბორატორიული აღჭურვილობა
  • სამედიცინო დანიშნულების აპარატურა
  • ენერგოეფექტურიანობისა და განახლებადი ენერგიის დანადგარები

გრანტის ოდენობა

LET-ის დინამიურ მიდგომაში გათვალისწინებული ტექნოლოგიების სია მუდმივად ფართოვება.

თქვენთვის საჭირო აღჭურვილობა არ არის წარმოდგენილი დაშვებული ტექნოლოგიების სიაში? დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ დეტალები. ჩვენ შევაფასებთ თქვენთვის სასურველი აღჭურვილობის დასაშვებობას.

დაშვებული ტექნოლოგიების სია

ისარგებლეთ ჩვენი ‘ტექნიკის ამორჩევის ფუნქციით’ და იხილეთ ტექნიკის ჩამონათვალი. ‘ტექნოლოგიის არჩევის ფუნქციაში’ შესასვლელად დააწკაპუნეთ ცისფერ ველზე

დაშვებული ტექნოლოგიების სია

დააწკაპუნეთ და შეარჩიეთ დაშვებული ტექნოლოგია

განაცხადის შეტანის პროცედურა

ეწვიეთ LET-ის სიაში მოცემულ აღჭურვილობის ჩამონათვალს.

შეავსეთ განაცხადის ფორმა. მიუთითეთ თქვენს მიერ მოთხოვნილი აღჭურვილობის სახეობა. (თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შესავსები ფორმა ჩვენი ვებ-გვერდის „გადმოტვირთვის“ სექციაში ან გადმოტვირთეთ აქ.) განაცხადის ფორმასთან ერთად გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ დოკუმენტი რომელიც დაასაბუთებს თქვენი კომპანიის მცირე და საშუალო ბიზნესის სტატუსს და ასევე აღჭურვილობის მომწოდებლისგან მიღებული შემოთავაზება ინვოისის სახით.

ჩვენი პარტნიორი ფინანსური ორგანიზაცია გადაამოწმებს რომ თქვენს მიერ შერჩეული აღჭურვილობის ფასი არ აღემატება LET-ის მიდგომით განკუთვნილ მაქსიმუმ ლიმიტს და რომ თქვენი კომპანია აკმაყოფილებს საკრედიტო მოთხოვნების სტანდარტებს.

ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, კომპანიამ უნდა წარუდგინოს პარტნიორ ფინანსურ ორგანიზაციას ყველა საჭირო დოკუმენტაცია მათ შორის: შესყიდვის ინვოისი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და „გრანტის მოთხოვნის ფორმა“ („გრანტის მოთხოვნის ფორმა“ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, გადმოტვირთვის სექციაში ან გადმოტვირთოთ აქ)

ჩვენი პროექტის კონსულტანტი გადაამოწმებს თქვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და  შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ გრანტის სახით უკან დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ აღებული სესხის 10%.

დასაშვები კრიტერიუმები

განაცხადის ფორმა

ტექნიკური დასაშვები ნორმები

  • LET-ის სიაში ჩამოთვლილი ყველა ტექნიკური აღჭურვილობა უკვე დამტკიცებულია ჩვენი პროექტის კონსულტანტეის მიერ და შეესაბამება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის კრიტერიუმებს.

კომპანიისთვის დასაშვები ნორმების მოთხოვნები

  • ინდ. მეწარმეებს, ინდ. მესაკუთრეებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელ კომპანიებს. (რომელთა თანამშრომლების რაოდენობა არ აღემატება 250 ადამიანს და წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროზე ნაკლებია). (ევროკავშირის რეკომენდაია 2003/361) რომელიც განსაზღვრავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის კრიტერიუმებს.)(http://ec.europa.eu/growth/smes/business-friendly-environment/sme-definition_en and http://ec.europa.eu/DocsRoom/documents/15582/attachments/1/translations)

  • ბიზნესი უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედებდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

  • ბიზნესის მინიმუმ 51% უნდა იყოს კერძო საკუთრებაში.

  • განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს პარტნიორი ფინანსური ორგანიზაციის საკრედიტო კრიტერიუმებს.

  • კომპანია არ უნდა იყოს EBRD-ის იმ პირთა და ორგანიზაციათა სიაში, რომელთაც არა აქვთ დაშვება EBRD-ის დაფინანსებულ კონტრაქტებზე და ასევე დაფინანსების მიღებაზე.

EBRD-ის საკრედიტო ხაზი

საკონტაქტო ინფორმაცია

შექმნილია:

ანხორციელებულია:

განხორციელებულია: 

© Copyright 2018. All Rights Reserved.