როგორ შევავსოთ განაცხადი

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი არის მოქნილი პროგრამა, შექმნილი საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის მოდერნიზებისა და მხარდაჭერისათვის. ამასთანავე პროგრამა ხელს უწყობს ქართულ ბიზნესს მიაღწიოს ევროპულ საწარმოო სტანდარტებს.

DCFTA არის ევროკავშირის მიერ შემუშავებული შეთანხმება რომელიც “EU4Business” ინიციცატივის ფარგლებში მხარს უჭერს საქართველოს და საქართველოში წარმოებულ პროდუქტებსა და სერვისებს გაუმარტივოს წვდომა ევროპულ ბაზარზე. კერძოდ, ევროკავშირთან ჰარმონიზებული საწარმოო კანონმდებლობა და სტანდარტები საქართველოში წარმოებულ პროდუქციიასა და სერვისებს დაეხმარება კონკურენცია გაუწიოს ევროპაში მოქმედ ბიზნესს.

თუმცა, კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით საქართელოში მოქმედმა მცირე და საშუალო ბიზნესმა ინვესტიცია უნდა განახორციელოს საწარმოო ხაზის მოდერნიზებასა და განახლებაში, რათა საწარმოო ხაზის სტანდარტები შეესაბამებოდეს ევროპულ საწარმოო სტანდარტებს. EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მიზანია ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით დაეხმაროს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს აიმაღლონ საწარმოო სტანდარტები, გაიუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზარზე და გაზარდონ მომგებიანობა.

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში არსებობს ქართული მცირა და საშუალო ბიზნესის დაფინანსების სამი კონკრეტული მექანიზმი. დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ დააჭიროთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს.

ზოგიერთი პროექტი მოითხოვს მხოლოდ საწარმოო აღჭურვილობის განახლებას. მსგავსი ინვესტიციებისათვის სპეციალურად შემუშავებულია LET – „დაშვებული ტექნოლოგიების სია.“ ამ კონკრეტული დაფინანსების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში კომპანიას შეუძლია ჩვენი ფინანსური პარტნიორების მეშვეუბით შეიძინოს 300,000 ევრომდე ღირებულების საწარმოო აღჭურვილობა. ხოლო, პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კომპანია გრანტის სახით დაიბრუნებს სესხის 10%-ს.

როგორ შევავსოთ განაცხადი

ეს არის გამარტივებული მიდგომა რომელიც განკუთვნილია 300,000 ევრომდე ინვესტიციებისათვის რომელიც მიზნად ისახვს საკვები, სანიტარული და ფიტო სანიტარული სტანდარტების გაუმჯობესებას. ასეთი დაფინანსების გამოყენების შემთხვევაში პროექტის კონსულტანტები გადაამოწმებენ მხოლოდ საინვესტიციო გეგმის შესაბამისობას სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან. ხოლო,  პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კომპანია გრანტის სახით დაიბრუნებს სესხის 15%-ს.

როგორ შევავსოთ განაცხადი

3 მილიონ ევრომდე ოდენობის სესხები ემსახურება თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში მოღვაწე ბიზნესს. ასეთი დაფინანსების გამოყენების შემთხვევაში კომპანიას შეუძლია ისარგებლოს უფასო ტექნიკური დახმარებით და პროექტის კონსულტანტებთან ერთად შეიმუშაონ და მოამზადონ ოპტიმალური საინესტიციო გეგმა. ხოლო,  პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კომპანია გრანტის სახით დაიბრუნებს სესხის 15%-ს.

როგორ შევავსოთ განაცხადი

EBRD-ის საკრედიტო ხაზი

საკონტაქტო ინფორმაცია

შექმნილია:

ანხორციელებულია:

განხორციელებულია: 

© Copyright 2018. All Rights Reserved.