გამარტივებული მიდგომა

გამარტივებული მიდგომა ფიტოსანიტარული და საკვების უვნებლობის სფეროსათვის

ეს არის გამარტივებული მიდგომა რომელიც ექსკლუზიურად განკუთვნულია იმ ინვესტიციებისათვის რომლებიც DCFTA/AA-ის შესაბამისად მიზნად ისახავენ ევროკავშირის სანიტარული და ფიტო-სანიტარული ან საკვების უვნებლობის ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების გაუმჯობესებასა და ევროსტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანას. ინვესტიციის ოდენობა განისაზღვრება 300,000 ევრომდე, ხოლო საგრანტო წახალისება სესხის 15%-მდე ოდენობით.

ტიპიური საინვესტიციო პროექტების მაგალითები

  • საწარმოო და სასაწყობე შენობების რემონტი

  • მოსავლის აღების შემდგომი სასაწყობე შენონა/ნაგებობები

  • მალეფუჭებადი პროდუქტის შესანახი მაცივრები/ცივი ოთახები

  • დასამუშავებელი, შესაფუთი და პროდუქტზე ეტიკეტის დასატანი აპარატურა

  • პროცესების მართვის ავტომატიზირებული სისტემა

  • ლაბორატორიები

  • პროდუქტის და/ან რისკის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო სისტემის სერტიფიკატის ხარჯები

გრანტის ოდენობა

განაცხადის შეტანის პროცედურა

განაცხადის შეტანა იწყბა სპეციფიური სააპლიკაციო ფორმით – რომლითაც საჭირო ინფორმაციია მიეწოდება პროექტის მიზნებზე, შედეგებზე და შინაარსზე, განსაკუთრებით კი HACCP პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით.

პროექტის კონსულტანტი შეამოწმებს საბუთებს და საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ რჩევებს საბუთებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. კონსულტანტი ასევე მიგითითებთ შემოთავაზებული სესხის მაქსიმალურ ოდენობას.

იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი აკმაყოფილებს ბანკის სტანდარტულ სესხის გაცემის კრიტერიუმებს, მას სთხოვენ ხელი მოაწეროს სამართლებლივი ურთიერთობის განმსაზღვრელ ე.წ. ‘ჩართულობის წერილს’

შემდეგი ნაბიჯით განმცხადებელი შეიმუშავებს, პროექტის კონსულტატების დახმარებით, საინვესტიციო გეგმას (IP) რომელიც შესაბამისობის გეგმის გარდა მოიცავს ABS გრაფიკსაც დეტალური სიანვესტიციო ხარჯებით დამხმარე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებით. პროეტის კონსულტანტი ამოწმებს საინვსტიციო გეგმას რომ დარწმუნდეს შეესაბამება თუ არა პირდაპირ მოთხოვნებს და ინტეგრირებას ახდენს ვალიდატორის ანგარიშისთვის (CVR) შემოწმების სიაში და აჯამებს რეკომენდაციებს სესხზე და გრანტის რაოდენობის შესაბამისობას. თუ ყველა მხარე შეთანხმებულია, განმცხადებელი ხელს აწერს სესხის ტანხმობას ბანკთან.

პროექტის შესრულების შემდეგ, მსესხებელი პროექტის კონსულტანტს უგზავნის შევსებულ ‘შესაბამისობის დასტურის მოთხოვნა’, რომელიც თავის მხრივ ამ მოთხოვნას გადაამისამართებს გადამოწმებაზე პასუხისმგებელ კონსულტანტთან.

გადამოწმებაზე პასუხისმგებელი კონსულტანტი შეამოწმებს პროექტის შესაბამისობას საინვესტიციო გეგმის პარამეტრებთან მიმართებაში. დადებითი შეფასების შემთხვევაში, საგრანტო წახალისება ჩაირიცხება მის საბანკო ანგარიშზე.

დასაშვები კრიტერიუმები

განაცხადის ფორმა

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში სესხის მისაღებად განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ევროკავშირის დირექტივებს გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სფეროში მოცემულ ევროკავშირის პრიორიტეტულ დირექტივათა სიაში არსებულ ნორმებს

  • ევროკავშირის დირექტივას, რომელიც არ არის ევროკავშირის პრიორიტეტულ დირექტივათა სიაში, მაგრამ აღნიშნულია პროექტის კონსულტანტის მიერ.

  • არ უნდა სარგებლობდეს ევროკავშირის სხვა რაიმე გრანტით

  • განმცხადებლის მიერ მომზადებული უნდა იქნას საინვესტიციო გეგმის მაგვარი ფორმა საკრედიტო ხაზის კონსულტანტის რჩევების გათვალისწინებით.

  • ინდივიდუალური მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 მილიონ ევრომდე (კომპლექსურ პროექტებზე)

  • სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პროექტის საინვესტიციო ღირებულების 100%-ს (დღგ-ს გარეშე)

  • 15%იანი საგრანტო წახალისება ითვლება მხოლოდ იმ ხარჯებიდან გამომდინარე რომლებიც გაწეულ იქნა კომპანიასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორემბის შემდგომ.

  • თითოეული პროექტი, რომელმაც წარმატებით გიარა კონსულტანტის მიერ გადამოწმების პროცესი მიიღებას 15%-იან გრანტს.

კომპანიისთვის დასაშვები ნორმების მოთხოვნები

  • ინდ. მეწარმეებს, ინდ. მესაკუთრეებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელ კომპანიებს. (რომელთა თანამშრომლების რაოდენობა არ აღემატება 250 ადამიანს და წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროზე ნაკლებია). (ევროკავშირის რეკომენდაია 2003/361) რომელიც განსაზღვრავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის კრიტერიუმებს.) (http://ec.europa.eu/growth/smes/business-friendly-environment/sme-definition_en and http://ec.europa.eu/DocsRoom/documents/15582/attachments/1/translations)

  • ბიზნესი უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედებდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

  • ბიზნესის მინიმუმ 51% უნდა იყოს კერძო საკუთრებაში.

  • განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს პარტნიორი ფინანსური ორგანიზაციის საკრედიტო კრიტერიუმებს

  • კომპანია არ უნდა იყოს EBRD-ის იმ პირთა და ორგანიზაციათა სიაში, რომელთაც არა აქვთ დაშვება EBRD-ის დაფინანსებულ კონტრაქტებზე და ასევე დაფინანსების მიღებაზე.

EBRD-ის საკრედიტო ხაზი

საკონტაქტო ინფორმაცია

შექმნილია:

ანხორციელებულია:

განხორციელებულია: 

© Copyright 2018. All Rights Reserved.